Original for.ge  Read.... 18 April, 2015 (07:07)
პან გი მუნი უკრაინელი ჟურნალისტის და ოპოზიციონერის მკვლელობების სასწრაფო გამოძიებას ითხოვს
pan-gi-muni-ukraineli-jurnalistis-da-opozicioneris-mkvlelobebis-sastsrafo-gamodziebas-itkhovs გაერო-ს გენერალური მდივანი, პან გი მუნი შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინელი ჟურნალისტის, ოლეს ბუზინასა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის , ოლეგ კალაშნიკოვის მკვლელობების გამო. ამის შესახებ გაერო-ს პრესსამსახურში განაცხადეს.პან გი მუნის თქმით, საჭიროა ორივე შემთხვევის სწრაფად გამოძიება, ქვეყანაში კანონის უზენაესობის დაცვა და დამნაშავეების დასჯა.ჟურნალისტი ოლეს ბუზინა, რომელიც მოქმედ ხელისუფლებას აქტიურად აკრიტიკებდა, ორი დღის წინ მოკლეს. ოპოზიციონერი ოლეგ კალაშნიკოვი კი კიევში საკუთარ სახლში გარდაცვილი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით.უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, მკვლელობის ორივე შემთხვევა სავარაუდოდ ერთმანეთთან კავშირშია.
Original for.ge  Read.... 18 April, 2015 (06:17)
მაია მწარიაშვილი: ინტერპოლის სიიდან ადეიშვილის ამოღებას, სტატუსის გარდა, სხვა გარემოებები აქვს
maia-mtsariashvili-interpolis-siidan-adeishvilis-amoghebas-statusis-garda-skhva-garemoebebi-aqvs თბილისის ყოფილ პროკურორს მაია მწარიაშვილს ეჭვი აქვს, რომ ზურაბ ადეიშვილის ინტერპოლის სიიდან ამოღებას, სტატუსის გარდა, სხვა გარემოებები აქვს.როგორც მწარიაშვილმა "ქრონიკის" ეთერში განაცხადა, ბოლომდე სიმართლეს არც ერთი მხარე არ ამბობს – არც პროკურატურა და არც დაცვის მხარე. მწარიაშვილის თქმით, ჯერ კიდევ მისი პროკურორობის პერიოდში ქართული მხარე მუდმივ კონტაქტში იყო ინტერპოლთან და პირველი მოთხოვნა 2013 წლის იანვარ-თებერვალში გაიგზავნა; ამასთან, ინტერპოლთან კომუნიკაცია თითქმის მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ვიდრე საბოლოო დასტური იქნა მიღებული წითელი ცირკულარით ძებნაზე, რაც 2013 წლის ნოემბრის დასაწყისში მოხდა."რაც შეეხება სიიდან ამოღების თემას, მე ყურადღება მივაქციე პროკურატურის პირველ განცხადებას, რომ "ძებნიდან მოხსნის მთავარი საფუძველი იყო, რომ ერთ-ერთმა ქვეყანამ ადეიშვილს ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა". ჯერ მგონია, რომ ამ ტერმინს არასწორად ხმარობენ, ვინაიდან ლტოლვილი ჰუმანიტარულ ამბებს უკავშირდება და არა ასეთ შემთხვევებს. აქ პოლიტიკურ დევნილობაზე და თავშესაფარზეა ხოლმე საუბარი. პროკურატურა ამბობს, რომ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საფუძველიო, ამიტომ მე ვივარაუდე, რომ სხვა საფუძვლებიც არის. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ეს სტატუსი ადეიშვილს ძებნაზე დასმამდეც ჰქონდა, პროკურატურამ მეორე განცხადება გააკეთა და თქვა, რომ რეგულაციები შეიცვალა და სწორედაც ასეა _ 2013 წლის ბოლოს, როდესაც დასვეს წითელი ცირკულარით ძებნაზე, მას უკვე გააჩნდა დევნილის სტატუსი და მაშინ ეს არ გამხდარა უარის თქმის საფუძველი. ამიტომ მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდო, რომ რაღაც სხვა გარემოებები დაემატა კიდევ ამ ამბავს და ეს არ არის ერთადერთი ან მთავარი გარემოება", - განაცხადა მწარიაშვილმა.მისივე აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ადეიშვილი მთელი ამდენი ხნის განმავლობაში წითელი ცირკულარით ძებნილი იყო, "ჩვენ ეს ამბავი არაფერში გამოგვადგა, ვინაიდან წითელი ცირკულარის აზრი მდგომარეობს იმაში, როდესაც არ იცი, სად იმყოფება ადამიანი და ძებნაში გეხმარებიან, ჩვენ კი კარგად ვიცით, სად იმყოფება ზურაბ ადეიშვილი".        
Original for.ge  Read.... 18 April, 2015 (06:06)
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსეთის სანქციების საკითხი არ განიხილება
evrosabtshos-saparlamento-asambleis-sesiaze-rusetis-sanqciebis-sakitkhi-ar-ganikhileba ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციისთვის სანქციის გადახედვის საკითხი, შესაძლოა, აპრილის სესიის დღის წესრიგიდან მოიხსნას , რაც იმას ნიშნავს, რომ მისი განხილვა 2016 წლის იანვრამდე გადაიწევს."დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა ვოიცეხ სავიცკიმ განუცხადა. მისი თქმით, სესიის გახსნის დღეს, 20 აპრილს ამ საკითხს საპარლამენტო ასამბლეაზე დეპუტატები კენჭს უყრიან. "მხოლოდ დეპუტატები არიან უფლებამოსილნი გადაწყვიტონ დატოვონ, თუ არა ეს საკითხი დღის წესრიგში", - აღნიშნა სავიცკიმ."დოიჩე ველეს" ასამბლეის სამდივნოში სანდო წყარომ განუცხადა, რომ დარწმუნებით შეუძლია თქმა - რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლება მიმდინარე წლის იანვარში ჩამოერთვა, რაც ყირიმში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
Original for.ge  Read.... 18 April, 2015 (06:06)
ბარაქ ობამა ევროკავშირს მოუწოდებს, ანტირუსული სანქციები არ შეასუსტოს
baraq-obama-evrokavshirs-moutsodebs-antirusuli-sanqciebi-ar-sheasustos აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა ევროკავშირს ურჩევს, ძალაში დატოვოს რუსეთისთვის დაკისრებული სანქციები, ვიდრე მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად არ შესრულდება."ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ევროკავშირმა ძალაში უნდა დატოვოს ანტირუსული სანქციები მანამდე, ვიდრე არ დავინახავთ მინსკის შეთანხმების სრულ შესრულებას", - განაცხადა ბარაქ ობამამ იტალიის პრემიერმინისტრთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ამერიკის პირველი პირის თქმით, ევროკავშირის მომავალ სამიტზე, გაერთიანების წევრები რუსეთს გააგებინებენ, რომ სანქციები არ შესუსტდება, ვიდრე მინსკის შეთანხმების ძირითადი პირობები არ შესრულდება.
Original interpressnews.ge  Read.... 18 April, 2015 (06:05)
ირაკლი ღარიბაშვილი ახალი სამთავრობო პროექტის პრეზენტაციას დღეს რაჭა-ლეჩხუმში გამართავს
irakli-gharibashvili-akhali-samtavrobo-proeqtis-prezentacias-dghes-ratsha-lechkhumshi-gamartavs საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალი სამთავრობო პროექტის "ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" პრეზენტაციას დღეს რაჭა-ლეჩხუმში გამართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაური ამბროლაურის კულტურის სახლში ბიზნესმენებს შეხვდება და რეგიონში არსებულ საწარმოო პოტენციალს გააცნობს. სამთავრობო პროგრამის წარდგენამდე, 12:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი ჭრებალოს ღვინის ქარხანას ესტუმრება, სადაც კიდევ ერთი ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. მთავრობის მეთაური ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ისაუბრებს პროგრამაზე, რომელიც მცირე და მიკრომეწარმეობის განვითარებას ისახავს მიზნად. რეგიონში სტუმრობისას დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერატორსა და რაიონების გამგებლებთან. ახალი პროგრამა - "ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის", პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში შესწავლილია ყველა რაიონსა და ქალაქში არსებული რესურსი, რათა ხელისუფლებამ რაიონებში ბიზნესისა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი.
Original interpressnews.ge  Read.... 18 April, 2015 (06:05)
ირაკლი სესიაშვილი - საზოგადოება დიქტატორული მეთოდებით გვთხოვს იმ სურვილების დაკმაყოფილებას, რაც 9-წლიანმა ტანჯვა-წამებამ გამოიწვია
irakli-sesiashvili-sazogadoeba-diqtatoruli-metodebit-gvtkhovs-im-survilebis-dakmakhofilebas-rac-9-tslianma-tanjva-tsamebam-gamoitsvia-2 ხელისუფლება გაცილებით დემოკრატიულია, ვიდრე საზოგადოება, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა. "პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ, რომ სამართლიანი სასამართლო გვქონდეს. ამას დროს სჭრიდება. რა თქმა უნდა, არ ვართ ჩვენ სუპერპროფესიონალები და ამის გამოცდილება ქვეყანას არ ჰქონდა. ბევრმა შეიძლება კრიტიკულად მიიღოს ჩემი ეს განცხადება, განსაკუთრებით მედიამ, მაგრამ დღეს მე მიმაჩნია, რომ ხელისუფლება გაცილებით დემოკრატიულია, ვიდრე საზოგადოება, იმიტომ, რომ საზოგადოება ჩვენ გვთხოვს დემოკრატიას, მაგრამ, მეორეს მხრივ, დიქტატორული მეთოდებით გვთხოვს იმ სურვილების დაკმაყოფილებას, რაც 9-წლიანმა ტანჯვა-წამებამ გამოიწვია. მედიაც ვერ გაერკვა დემოკრატიულ პირობებში რა ადგილი დაიკავოს და ზოგი ისტერიკაშია ჩავარდნილი, ზოგი პოლიტიკური პარტიის ლობისტი გახდა, ზოგს ადგილი აღარ ეყო, რომ დაეკავებინა", - განაცხადა სესიაშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლება მზადაა, საკუთარი პოლიტიკური ინტერესები დააზარალოს და ქვეყნის – არა.
Original interpressnews.ge  Read.... 18 April, 2015 (06:05)
ნინო ბურჯანაძე - თუ ხელისუფლებაში მობრუნების შანსი მიეცათ, ნამდვილად ვერავინ გაასწრებს მათ
nino-burjanadze-tu-khelisuflebashi-mobrunebis-shansi-miecat-namdvilad-veravin-gaastsrebs-mat-2 დღეს მომსწრენი გავხდით, როგორ გვემუქრებოდა ვანო მერაბიშვილი. ეჭვიც არ მეპარება, რომ თუ გამოვიდნენ და ხელისუფლებაში მობრუნების შანსი მისცა "ქართულმა ოცნებამ", ნამდვილად ვერავინ გაასწრებს მათ, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "პალიტრა TV"-ის გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა. "დღეს ჩვენ კიდევ ერთი რამის მომსწრენი გავხდით, როგორ გვემუქრებოდა ვანო მერაბიშვილი ყველას, რომ გამოვა ციხიდან და ყველას ისე მოგვექცევა, როგორც საჭიროდ ჩათვლის. ეჭვიც არ მეპარება, სხვათა შორის, თუ გამოვიდნენ და ხელისუფლებაში მობრუნების შანსი მისცა მათ "ქართულმა ოცნებამ", ნამდვილად ვერავინ გაასწრებს მათ. მე პირადად არსად გაქცევას ვაპირებ, ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო წინა წლებში, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი, ის ზღაპრები, რომ ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და არავის ხელს არ ვახლებთ, არის მხოლოდ პიარი და სხვა არაფერი",- განაცხადა ბურჯანაძემ. მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ლამის მართლა ჯოხებით გამოსაყრელია ხელისუფლებიდან იმის გამო, რომ თავისი უსუსურობისა და უუნარობის გამო "ნაციონალური მოძრაობა" გააცოცხლა და გააბედინა იმდენი, რამდენსაც ეს პარტია ბედავს.
Original for.ge  Read.... 18 April, 2015 (04:55)
„ბესო ხარძიანის სიკვდილი ოჯახის ტრაგედიაა, რაც შეეხება ირაკლი კორძაიას, მასზე ვიტყვი, რომ ტყუის“
beso-khardzianis-sikvdili-ojakhis-tragediaa-rac-sheekheba-irakli-kordzaias-masze-vitkhvi-rom-tkhuis მომღერალი ბუბა კიკაბიძე უარყოფს ჟურნალისტ ირაკლი კორძაიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბესიკ ხარძიანის მხრიდან წილების იძულებით დათმობის შემდეგ კუს ტბაზე მისი წილი გაიზარდა.ტელეკომპანია „იმედზე“ ბესიკ ხარძიანის მეგობრის ირაკლი კორძაიას მხრიდან გამოთქმული ბრალდების შემდეგ ბუბა კიკაბიძე მისი პროდუსერის მეშვეობით გადაცემა „რეაქციას“ დაუკავშირდა და ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია გააჟღერა.ბუბა კიკაბიძე აცხადებს, რომ ის ფლობდა და ფლობს კუს ტბაზე 7%-ს და ეს პროცენტი არ შეცვლილა, ბესო ხარძიანის სიკვდილი კი არის მისი ოჯახის ტრაგედია, რადგან როგორც ბუბა კიკაბიძე აცხადებს, ხარძიანი მისი ოჯახის წევრი იყო.„რაც შეეხება ირაკლი კორძაიას, მასზე ვიტყვი, რომ ის ტყუის“, - აღნიშნა კიკაბიძემ.ამის საპასუხოდ ირაკლი კორძაიამ „რეაქციაში“ განაცხადა, რომ კიკაბიძის ნათქვამი სინამდვილეს არ შეესაბამება.„რომელი ოჯახის წევრი იყო, კაცთან ციხეში არ მისულა და რომ მოკლეს ერთ პანაშვიდზე არ ყოფილა. ბესოს ოჯახის წევრებს ჰკითხეთ, სისხლს და ხორცს, ვინ იყო ბუბა კიკაბიძე ამ ოჯახისთვის“, - აღნიშნა კორძაიამ.მანამდე კი მან ბუბა კიკაბიძეს ბრალი დასდო, თითქოს კუს ტბის ტერიტორიაზე მისი წილი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ბიზნესმენმა ბესიკ ხარძიანმა საკუთარი წილები ზეწოლის შედეგად დათმო.„ბუბა ბიძია, იგივე ბუბა კიკაბიძე, რომელსაც ერთი თეთრი არ ჩაუდია კუს ტბის განვითარებაში, ის ფლობდა მცირედ წილს და ალბათ, საინტერესო იქნება თუ ჰკითხავთ მას რამდენი პროცენტით გაიზარდა მისი წილი მას შემდეგ, რაც ბესო ხარძიანმა წამების შედეგად დათმო თავისი წილი უდესიანის სასარგებლოდ. დიახ, გაიზარდა წილი“, - განაცხადა კორძაიამ.
Original for.ge  Read.... 18 April, 2015 (04:55)
ქართული მხარე აუცილებლად შეეცდება გაარკვიოს, რომელმა ქვეყანამ მიანიჭა ლტოლვილის სტატუსი ადეიშვილს
qartuli-mkhare-aucileblad-sheecdeba-gaarkvios-romelma-qvekhanam-mianitsha-ltolvilis-statusi-adeishvils მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ქართული მხარე აუცილებლად შეეცდება გაარკვიოს, რომელმა ქვეყანამ მიანიჭა ლტოლვილის სტატუსი ადეიშვილს და გაასაჩივროს სტატუსის მინიჭების საფუძვლიანობა.შოთაძემ გადაცემა "რეაქციის" ეთერში ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც ინტერპოლმა ზურაბ ადეიშვილი წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან ამოიღო. მისი თქმით, ინტერპოლი არ არის სტრასბურგის სასამართლო, რომელიც ადამიანის ბრალეულობაზე მსჯელობს."მოვისმინე ძალიან ბევრი სპეკულაცია და ბრალდება პროკურატურის მიმართ, მაგრამ ამ შემთხვევაში მოხდა ინტერპოლისა და პროკურატურის კომპეტენციების აღრევა", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ და დასძინა, რომ ლტოლვილთა სტატუსის მქონე პირთა მიმართ ინტერპოლმა ახალი კრიტერიუმები დაადგინა, რომელიც 2015 წლის 18 თებერვლიდან ამოქმედდა და ამის საფუძველზე ინტერპოლმა ცალმხრივად, ქართული მხარისთვის შეუტყობინებლად ამოიღო ძებნილთა სიიდან .შოთაძის თქმით, მან არ იცის, რომელი ქვეყნის მიერ არის ზურაბ ადეიშვილისთვის ლტოლვილის სტატუსი მინიჭებული, თუმცა ამ საკითხის გარკვევის მიზნით მათ მიმართეს ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს, რათა ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლიანობა მის მიმნიჭებელ სახელმწიფოში გაასაჩივროს. შოთაძის ინფორმაციით, აღნიშნული სტატუსის მინიჭება, ხშირ შემთხვევაში, კონფიდენციალური რჩება, ვინაიდან სტატუსის მიმღები პიროვნება წინააღმდეგია, თუმცა, ქართული მხარე შეეცდება გაარკვიოს, რომელმა ქვეყანამ მიანიჭა იუსტიციის ყოფილ მინისტრს ეს სტატუსი."ჩემთვის გასაგებია ის პოზიცია, რაც ამ შემთხვევაში ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილის ადვოკატმა დააფიქსირა. ოთარ კახიძეს რომ სხვა პოზიცია დაეფიქსირებინა, ჩემთვის ეს იქნებოდა გასაკვირი. ეს არის მისი ვალდებულება, მაგრამ საქართველოს პროკურატურას ჰქონდა და აქვს მუდმივი კომუნიკაცია ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსთან. ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლები ჩვენთვის უცნობია და ამაზე საუბარი არც მისმა ადვოკატმა ისურვა, რაც არის საეჭვო, თუმცა ჩვენ ამას აუცილებლად გავარკვევთ და საქართველოს პროკურატურა გააგრძელებს საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა ძებნილი ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი წარდგენილი იქნას ქართული მართლმსაჯულების წინაშე", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
Original for.ge  Read.... 18 April, 2015 (04:44)
„ჰკითხეთ ბუბა კიკაბიძეს რამდენი პროცენტით გაიზარდა მისი წილი, როცა ბესო ხარძიანმა თავისი წილი დათმო“
hkitkhet-buba-kikabidzes-ramdeni-procentit-gaizarda-misi-tsili-roca-beso-khardzianma-tavisi-tsili-datmo გარდაცვლილი ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის მეგობარი, ჟურნალისტი ირაკლი კორძაია აცხადებს, რომ ხარძიანის მხრიდან წილების იძულებით დათმობის შედეგად მომღერალ ბუბა კიკაბიძის წილი კუს ტბის ტერიტორიაზე გაიზარდაკორძაიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბესო ხარძიანთან დაკავშირებულ საქმეებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და კონკრეტული გვარები დაასახელა.„მინდა რამდენიმე გვარი ვთქვა და ძალიან მოკლედ მივყვე ბესო ხარძიანის დაპატიმრების ისტორიას, ვიდრე მას მოკლავდნენ. ლაშა ონიანი, რომელიც სოდ-ის ოპერი იყო, გოჩა ყიფიანი, ბექა მგალობლიშვილი - 16 თებერვალს ამ ადამიანებმა 3 სახეობის ნარკოტიკული ნივთიერება ძალით ჩატენეს ბესოს პირში. ბატონი ლაშა ონიანი დღემდე მუშაობს. ის დაწინაურებულიც იყო ერთი პერიოდი. ახლა არ ვიცი მისი პოზიცია. მე-7 სამმართველოს წარმომდაგენელი იყო ბატონი დავით მხეიძე, რომელმაც თავი გაითქვა, საზოგადოებას ეხსომება, როგორც პანჩურის ამომრტყმელი. მე რამდენადაც ვიცი ის ახლა არ მუშაობს, მაგრამ პასუხი არ უგია არც კორტების სპეცოპერაციის გამო და არც კონკრეტულად ბესო ხარძიანის საქმის შეთითხნისთვის. პროკურორი დაბვით მესტვირიშვილი, რომელიც დღესაც მუშაობს პროკურატურაში, მოსამართლე ნოზაძე, რომელმაც 8 წელი მიუსაჯა ბესო ხარძიანს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ნინო გვენეტაძისთვის ეს იქნება ძალიან სერიოზული ტესტი, რომ კონკრეტულად ამ ადამიანის საქმიანობა განიხილოს. დევი ჭელიძე, რომელიც ხარძიანის საქმის შეკერვაში მონაწილეობდა და როგორ მოახერხა მან საქმიდან გამოძრომა, ეს ლაშა ნაცვლიშვის უნდა ჰკითხოთ, რომლისგანაც ველოდები, რომ ისიც მიჩივლებს სასამართლოში, ასევე უდესიენისგან. გამომძიებელი იოსელიანი იყო ერთადერთი ნათელი წერტილი, რომელმაც თქვა, რომ მე სვანი კაცი ვარ, ამაზე ხელს ვერ მოვაწერ, დაწერა განცხადება და წამოვიდა. ის უნდა დაიკითხოს, თუ რატომ წამოვიდა და რას სთავაზობდნენ მას. ლევან ჭოლაძე, რომელიც უდესიანის გვერდით ზის იმ კადრებში, რომელიც „რუსთავი 2“-მა გაავრცელა და მე თქვენ მოგეცით სხვა კადრები, რომლებსაც ალბათ, გაუშვებთ. იმ კადრებში არის ლევან ჭოლაძე, მე ამას ვამბობ პროკურატურის და სამართალდამცველების გასაგონად, რომელიც იმ პერიოდში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იყო, რა ესაქმებოდა მოქმედ ჩინოვნიკს იქ, როდესაც წილების გაყოფაზე მიდიოდა საუბარი და ეს ადამიანი ოჯახის წევრებს ემუქრებოდა. მე ეს ვიცი ეკასგან და ბესოს შვილებისგნ, რომ შარვლით შევუშვებთ და კაბით გამოვუშვებთ ბესოსო, - ასეთი სიტყვებით ემუქრებოდნენ. ე.წ. ადვოკატი ალეკო სამხარაძე, რომელიც ერთი რეისით ჩამობრძანდა 2011 წლის 19 თებერვალს ბატონ უდესიანთან ერთად და ოჯახში მივიდა და შესთავაზა სიტუაციას დაგილაგებთო. ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად ის რეგულარულად შედიოდა ბესოსთან და მონაწილეობდა როგორც წილების გადმოფორმების პროცესში, ასევე იქ მოგეხსენებათ, ბანქოს თამაშის ერთი ეპიზოდი იყო. მწამებლები - კორპუსის უფროსი მამუკა რაზმაძე არ არის არც დაკითხული და არც დაჭერილი. ყაველაშვილი ზის ციხეში, მისი დაკითხვა ალბათ, შეიძლება და ბუბა ბიძია, იგივე ბუბა კიკაბიძე, რომელსაც ერთი თეთრი არ ჩაუდია კუს ტბის განვითარებაში, ის ფლობდა მცირედ წილს და ალბათ საინტერესო იქნება თუ ჰკითხავთ მას რამდენი პროცენტით გაიზარდა მისი წილი მას შემდეგ, რაც ბესო ხარძიანმა წამების შედეგად დათმო თავისი წილი უდესიანის სასარგებლოდ. დიახ, გაიზარდა წილი“, - განაცხადა კორძაიამ.მისივე თქმით, ბესო ხარძიანის საკითხი სამ ნაწილად არის გაყოფილი - ეს არის კონკრეტულად მისი მკვლელობა, თუ ვისი დავალებით მოხდა ეს,  მისი ქონებრივი დავა  ოჯახის სასარგებლოდ უნდა იქნას გადაწყვეტილი და მესამე - აუცილებლად უნდა გამოიძიონ ვინ აყოვნებდა ამ ქონებრივ დავებს.„მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო ჯანყარაშვილი და ეს იყო ლაშა ნაცვლიშვილი. ეს ადამიანები ხელს უშლიდნენ ბესო ხარძიანს და მის ოჯახს ქონების დაბრუნებაში“, - აღნიშნა კორძაიამ.შეგახსენებთ, რომ ბესიკ ხარძინი საკუთარი სახლის სადარბაზოსთან 28 მარტს მოკლეს.
Original interpressnews.ge  Read.... 17 April, 2015 (21:05)
ირაკლი სესიაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" ვერ ხვდება რა არის პატივი, ღირსება და პროფესიონალიზმი
irakli-sesiashvili-nacionaluri-modzraoba-ver-khvdeba-ra-aris-pativi-ghirseba-da-profesionalizmi ჩვენ პროკურორები მართლაც დავიქირავეთ და რა თქმა უნდა, ასეთი დონის პროფესიონალებს რომ დაიქირავებ, მათ გარკვეული თანხა უნდა გადაუხადო, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი საპარლამენტო უმცირესობის წევრ ირმა ნადირაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს პროკურატურას მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები მოქრთამული ჰყავს. როგორც სესიაშვილმა "რეაქციის" ეთერში განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" ვერ ხვდება რა არის პატივი, ღირსება და პროფესიონალიზმი და ჰგონიათ, რომ თუ ვინმე დაქირავებულია, აუცილებლად ის უნდა შეასრულოს, რასაც ხელისუფლება დაავალებს. ამასთან, სესიაშვილის თქმით, ნორმალურია, რომ მოწვეულ უცხოელ პროკურორებს ხელფასს საქართველოს ბიუჯეტიდან უხდიან. "როდესაც ქვეყანა მილიონობით დოლარს იხდიდა ლობისტურ კომპანიებში, პირდაპირ და არაპირდაპირ ხდებოდა გარკვეული ლიდერებისთვის კომფორტის მოწყობა, არა ქვეყნის, არამედ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის და ამის გარკვეულ შედეგებს დღეს ვიმკით – ეს არის ის, რაც ნამდვილად მოუღებელია ჩვენი საზოგადოებისა და ხელისუფლებისთვის", - განაცხადა სესიაშვილმა.
Original interpressnews.ge  Read.... 17 April, 2015 (21:05)
ირაკლი სესიაშვილი - საზოგადოება დიქტატორული მეთოდებით გვთხოვს იმ სურვილების დაკმაყოფილებას, რაც 9-წლიანმა ტანჯვა-წამებამ გამოიწვია
irakli-sesiashvili-sazogadoeba-diqtatoruli-metodebit-gvtkhovs-im-survilebis-dakmakhofilebas-rac-9-tslianma-tanjva-tsamebam-gamoitsvia ხელისუფლება გაცილებით დემოკრატიულია, ვიდრე საზოგადოება, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა. "პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ, რომ სამართლიანი სასამართლო გვქონდეს. ამას დროს სჭრიდება. რა თქმა უნდა, არ ვართ ჩვენ სუპერპროფესიონალები და ამის გამოცდილება ქვეყანას არ ჰქონდა. ბევრმა შეიძლება კრიტიკულად მიიღოს ჩემი ეს განცხადება, განსაკუთრებით მედიამ, მაგრამ დღეს მე მიმაჩნია, რომ ხელისუფლება გაცილებით დემოკრატიულია, ვიდრე საზოგადოება, იმიტომ, რომ საზოგადოება ჩვენ გვთხოვს დემოკრატიას, მაგრამ, მეორეს მხრივ, დიქტატორული მეთოდებით გვთხოვს იმ სურვილების დაკმაყოფილებას, რაც 9-წლიანმა ტანჯვა-წამებამ გამოიწვია. მედიაც ვერ გაერკვა დემოკრატიულ პირობებში რა ადგილი დაიკავოს და ზოგი ისტერიკაშია ჩავარდნილი, ზოგი პოლიტიკური პარტიის ლობისტი გახდა, ზოგს ადგილი აღარ ეყო, რომ დაეკავებინა", - განაცხადა სესიაშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლება მზადაა, საკუთარი პოლიტიკური ინტერესები დააზარალოს და ქვეყნის – არა.
Original frontnews.ge  Read.... 17 April, 2015 (20:59)
ლევან მამალაძე – პოლიტპატიმრების სიიდან ჩემი გვარი პირადად თინა ხიდაშელმა ამოიღო
levan-mamaladze-politpatimrebis-siidan-chemi-gvari-piradad-tina-khidashelma-amoigho

თინა ხიდაშელი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დავალებების შემსრულები იყო და პოლიტპატიმრების სიიდან ჩემი გვარი პირადად მან ამოიღო“, – ამის შესახებ ამის შესახებ ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულა, ლევან მამალაძემ გადაცემა „რეაქციის“ პირდაპირ ჩართვაში განაცხადა.

მაალაძის მტკიცებით, ხიდაშელს არ უნდა ის საქართველოში ჩამოვიდეს, რადგან როდესაც ბოლნისში არჩევნებს ატარებდა, ვერაფერი ვერ მოუგო.

„დარბოდა სასამართლოებში, მე დეპუტატი გავხდი და უკანონოდ ჩამომართვა დეპუტატობა 2003 წელს. ახლა არ უნდა, ალბათ ამ თემამ რომ გაიჟღეროს და ყველაფერს აკეთებს, რომ არ ჩამოვიდე. ისიც ვუთხარი, შენ შენს საქმეს მიხედე, მე ჩემი საქმე მაქვს, მაგრამ ეს პირადად მისი დამოკიდებულებაა და არა „რესპუბლიკური პარტიის“,- განაცხადა მამალაძემ. 

 

Original interpressnews.ge  Read.... 17 April, 2015 (20:02)
ნინო ბურჯანაძე - ყირიმი ანექსირებული არ არის
nino-burjanadze-khirimi-aneqsirebuli-ar-aris თუ გავითვალისწინებთ რეფერენდუმს, ყირიმი ანექსირებული არ არის, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "პალიტრა თV"-ის გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას იმ კითხვის პასუხად განაცხადა, თუ ვისი ტერიტორიაა ყირიმი. "ვისი ტერიტორიაა დღეს ყირიმი? ვისი იურისდიქცია ვრცელდება დღეს ყირიმზე? ვკითხოთ უბრალოდ ჩვენს მოსახლეობას. უკრაინელებიც კი აღიარებენ, რომ დღეს ყირიმი არის რუსეთის ტერიტორია. ეს არის დღეს ფაქტი, რომ ყირიმი დღეს არის რუსეთის ტერიტორია. სხვათა შორის, პრაქტიკულად დე ფაქტოც და დე იურეც, იმის მიუხედავად, მე და თქვენ ეს მოგვწონს თუ არა. ეს იყო ჩემი მხრიდან გაკეთებული არა შეფასება, არამედ ფაქტის კონსტატირება, რომელიც არსებობს. მაგალითად, იმის მიუხედავად, რომ მე არ მომწონს, რომ ადეიშვილზე შეწყდა დევნა, ეს არის ფაქტი და მომწონს თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა ბურჯანაძემ. მისივე თქმით, ყოველთვის წინააღმდეგი იყო ქვეყნის საზღვრების შეცვლის და სწორედ ამიტომ, კოსოვოს აღიარების პროცესის მიმდინარეობისას მიიჩნევდა, რომ ეს პრეცედენტი არ უნდა დაშვებულიყო. "თუ კოსოვო შეგვიძლია ვაღიაროთ, ასეთ შემთხვევაში უნდა აღიარო ყირიმიც. მე ვხედავდი, რომ ჩვენთვის იგივე აფხაზეთის და ოსეთის პრობლემის არსებობის ვითარებაში, ნებისმიერი საზღვრების გადახედვა იქნებოდა პრობლემა", - განაცხადა ბურჯანაძემ. რაც შეეხება განსხვავებას ყირიმსა და კოსოვოს და იმ ფაქტს შორის, რომ ამ უკანასკნელში ეთნიკურ წმენდას ჰქონდა ადგილი, ბურჯანაძის თქმით, ამაზე საინტერესო არგუმენტი ჰქონდათ რუსებს, რომ "რა, უნდა მოეცადათ, სანამ ყირიმს გაწყვიტავდნენ?!". ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ამის საშიშროება იყო და ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა უკრაინამ, რითიც რუსეთმა, რა თქმა უნდა, ისარგებლა.
Original interpressnews.ge  Read.... 17 April, 2015 (20:02)
ლევან მამალაძე - მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ხელისუფლების დამხობის მცდელობა აქვს
levan-mamaladze-mikheil-saakashvils-saqartveloshi-khelisuflebis-damkhobis-mcdeloba-aqvs ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ლევან მამალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ხელისუფლების დამხობის მცდელობა აქვს. მამალაძემ გადაცემა "რეაქციაში" მოსკოვიდან ჩართვისას ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ ვერ ახერხებს თავად საქართველოში ჩამოსვლას და აღნიშნა, რომ ამის მთავარი მოწინააღმდეგე მიხეილ სააკაშვილი და მისი დამქაშები, ასევე, პირადად თინა ხიდაშელი არიან. "როდესაც ახალმა ხელისუფლებამ გააკეთა სამართლიანობის აღდგენის დეკლარირება, მე ამომიღეს იმ სიიდან. არიან პოლიტიკური ძალები საქართველოში, რომლებსაც არ უნდათ, რომ საქართველოში ჩამოვიდე და თავის თავს კანონზე მაღლა აყენებენ. კბილაშვილი მოექცა სააკაშვილის მიერ დანიშნული პროკურორების გავლენის ქვეშ. როცა ადამიანებმა, იგივე ვაზაგაშვილმა, იგივე ხარძიანმა ბოლომდე მიიყვანეს და თვითონ გამოიძიეს თავიანთი საქმეები, ეს ადამიანები მოკლეს. ჩემი საქმეც ზუსტად იგივე ფაზაშია. კბილაშვილმა თაროზე შემოდო და ჩვენ გამოვიძიეთ ჩვენი საქმე", - განაცხადა მამალაძემ და დასძინა, რომ პოლიტპატიმართა სიიდან ის პირადად თინა ხიდაშელმა ამოიღო. მისივე თქმით, საქმის მასალები მომავალ კვირაში გენერალურ პროკურატურაში შევა და ის იმედოვნებს, რომ პროკურატურა მზად იქნება, თავისი ყოფილი თუ ამჟამინდელი თანამშრომლების მიმართ საქმე აღძრას. "ეს არის სერიოზული ბრძოლა. ჩემი ჩამოსვლის პირველი მოწინააღმდეგე სააკაშვილი და მისი დამქაშები არიან. რას აკეთებს სააკაშვილი, შეთქმულება აქვს დაგეგმილი და ჯერ რა გეგმები ჰქონდა, 21-ში რომ აქცია ჩაატარა, ეს ცალკე საკითხებია. ეს არის სერიოზული შეთქმულება, მან ახლა ვერ მოახრეხა, მაგრამ უახლოეს პერიოდში, მაისში აპირებს გარკვეული მომენტების განხორციელებას. საერთოდ, ხელისუფლების დამხობის მცდელობა აქვს სააკაშვილს", - განაცხადა ლევან მამალაძემ. იხილეთ ვიდეო: "სააკაშვილს საქართველოში ხელისუფლების დამხობის მცდელობა აქვს - ლევან მამალაძე"
Original interpressnews.ge  Read.... 17 April, 2015 (20:02) 1
"ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული კომისია კახეთში იმუშავებს
nacionaluri-modzraobis-antikorufciuli-komisia-kakhetshi-imushavebs "ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული კომისია გარკვეული პერიოდის განმავლობაში კახეთში იმუშავებს. ამის შესახებ გადაცემა "რეაქციის" ეთერში საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა. "კახეთში გადაცხოვრება უტრირებული ნათქვამია, უბრალოდ ვაპირებ, რომ ანტიკორუფციული კომისია, რომელიც "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩამოაყალიბა, პირველ სხდომას და პირველ სამუშაოებს სწორედ გურჯაანში გამართავს. ორშაბათიდან მე გიორგი ღვინიაშვილთან და დეპუტატების სხვა ჯგუფთან ერთად ვაპირებ, რომ გადავიდე და ის პერიოდი, რაც დამჭირდება, გურჯაანში ვიცხოვრო. ეს პერიოდი მჭირდება იმისთვის, რომ ყველგან ერთნაირი სიტუაციაა – კორუფცია, ნეპოტიზმი, მათ შორის გურჯაანში და თუ თბილისში ადვილად ვიქცევთ ჟურნალისტების ყურადღებას და ამ ფაქტებს ვაშუქებთ, რეგიონებში ეს შედარებით ძნელია და ამიტომ ვაპირებთ, ადგილზე შევისწავლოთ ვითარება", - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.
Original liberali.ge  Read.... 17 April, 2015 (20:01)
"მე მაქვს უფლება ვიცოცხლო"- სოლიდარობა ISIS -ის მსხვერპლებს
me-maqvs-ufleba-vicockhlo-solidaroba-isis-is-mskhverplebs

“ვერავინ ახერხებს წინ აღუდგეს ISIS არაადამიანურ ქმედებებს მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიომ ათეულობით წლების წინ გადაწყვიტა შეექმნა მექანიზმები, რომლებიც არ დაუშვებდა სასაკლაოების მოწყობას. ტრაგედია საქართველოდან მოშორებით ტრიალებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სირიაში მიმდინარე პროცესები ჩვენი პრობლემა არაა”, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ აქციაზე განაცხადა.

მრგვალ ბაღში გამართულ აქციაზე შეკრებილმა ადამიანებმა ისლამური ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის ქმედებების შედეგად დაზარალებულების მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.

 “მთავარი ღირებულება ადამიანია”, “XXI საუკუნეში ადამიანების უფლებებს ცხრილავენ”, “არა ძალადობას”, “მე მაქვს უფლება ვიცოცხლო”, Make peace, not war - ასეთი წარწერები გააკეთეს აქციის მონაწილეებმა პლაკატებზე. მრგვალ ბაღში კი სიმბოლურად ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშოები და ტანსაცმელი მიიტანეს.

საიას თავმჯდომარე  ანა ნაცვლიშვილის თქმით, შესაძლებელია ერთ ორგანიზაციას არ შეეძლოს რამის შეცვლა, თუმცა როდესაც ასეთი ტრაგედია ხდება, რეაქცია არ უნდა იყოს დუმილი. აქციის მონაწილეები სწორედ ამ დუმილის დასარღვევად შეიკრიბნენ.

IDFI-ის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს “ბოროტება” უწოდა. მისი თქმით, ISIS-ის მიერ განხორციელებული ძალადობა მსოფლიოს საზრუნავია და არა რომელიმე კონკრეტული ვიწრო ჯგუფის:

“სიმბოლურად გამოვხატავთ თანადომას იმ ხალხის მიმართ, რომელიც რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებიდან გამომდინარე იდევნება. ჩვენ ვცდილობთ შევძლოთ მხარდაჭერა. ეს არის მსოფლიო პრობლემა. უნდა შეწყდეს ძალადობა, რომელსაც ისლამისტი ფუნდამენტალისტები ახორციელებენ.”

აქცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა. 

Original frontnews.ge  Read.... 17 April, 2015 (19:49) 1
ლევან მამალაძე – სააკაშვილმა მარტში შეთქმულება ვერ მოახერხა, მაგრამ მაისში გარკვეული აქტივობების განხორციელებას აპირებს
levan-mamaladze-saakashvilma-martshi-shetqmuleba-ver-moakherkha-magram-maisshi-garkveuli-aqtivobebis-gankhorcielebas-apirebs

„მიხეილ სააკაშვილმა 21 მარტს სერიოზული შეთქმულება ვერ მოახერხა, მაგრამ მაისში გარკვეული აქტივობების განხორციელებას ისევ აპირებს“, – ამის შესახებ ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა, ლევან მამალაძემ გდაცემა „რეაქციაში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

მისი მტკიცებით, სააკაშვილს ხელისუფლების დამხობის მცდელობა აქვს და ამისთვის მოქმედებს.

„12 წელი ვიცხოვრე უკრაინაში და კარგად ვიცი, რა ხდება კიევში და რას აკეთებს სააკაშვილი საქართველოს საწინააღმდეგოდ. რა ფუნქცია აქვს მას პოროშენკოს აპარატში და რა ბიზნესებს ახორციელებს იარაღზე თუ ადამიანის სიცოცხლეზე, ეს ცალკე საკითხებია“, - აცხადებს მამალაძე.

ყოფილი რწმუნებულის თქმით, საქართველოში მისი ჩამოსვლის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე სწორედ ექსპრეზიდენტია, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი ქვეყანაში ჩამოსვლა და სასამართლოში საქმის წარმართვა სააკაშვილის სასამართლო იქნება.

„ჩემი ჩამოსვლის პირველი მოწინააღმდეგე სააკაშვილი და მისი დამქაშებია.. რას აკეთებს სააკაშვილი, რა შეთქმულება აქვს დაგეგმილი, რა გეგმები ჰქონდა და კიდევ რას აპირებს, ეს ცალკე საუბრის საკითხია“, - განაცხადა მან.

 

Original interpressnews.ge  Read.... 17 April, 2015 (19:02) 1
ნინო ბურჯანაძე - თუ ხელისუფლებაში მობრუნების შანსი მიეცათ, ნამდვილად ვერავინ გაასწრებს მათ
nino-burjanadze-tu-khelisuflebashi-mobrunebis-shansi-miecat-namdvilad-veravin-gaastsrebs-mat დღეს მომსწრენი გავხდით, როგორ გვემუქრებოდა ვანო მერაბიშვილი. ეჭვიც არ მეპარება, რომ თუ გამოვიდნენ და ხელისუფლებაში მობრუნების შანსი მისცა "ქართულმა ოცნებამ", ნამდვილად ვერავინ გაასწრებს მათ, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "პალიტრა თV"-ის გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა. "დღეს ჩვენ კიდევ ერთი რამის მომსწრენი გავხდით, როგორ გვემუქრებოდა ვანო მერაბიშვილი ყველას, რომ გამოვა ციხიდან და ყველას ისე მოგვექცევა, როგორც საჭიროდ ჩათვლის. ეჭვიც არ მეპარება, სხვათა შორის, თუ გამოვიდნენ და ხელისუფლებაში მობრუნების შანსი მისცა მათ "ქართულმა ოცნებამ", ნამდვილად ვერავინ გაასწრებს მათ. მე პირადად არსად გაქცევას ვაპირებ, ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო წინა წლებში, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი, ის ზღაპრები, რომ ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და არავის ხელს არ ვახლებთ, არის მხოლოდ პიარი და სხვა არაფერი",- განაცხადა ბურჯანაძემ. მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ლამის მართლა ჯოხებით გამოსაყრელია ხელისუფლებიდან იმის გამო, რომ თავისი უსუსურობისა და უუნარობის გამო "ნაციონალური მოძრაობა" გააცოცხლა და გააბედინა იმდენი, რამდენსაც ეს პარტია ბედავს.
Original liberali.ge  Read.... 17 April, 2015 (18:05) 1
IPN: "ხულოში ჰესის მშენებლობაზე ორი ადამიანი დაიღუპა"
ipn-khuloshi-hesis-msheneblobaze-ori-adamiani-daighupa

ხულოს მუნიციპალიტეტში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისას ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. როგორც სააგენტოს ადგილობრივმა მოსახლეობამ აცნობა, დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი. დაშავებული მუშა მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Original liberali.ge  Read.... 17 April, 2015 (18:05) 1
იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს ბრალი დაუმძიმდა
iuri-vazagashvilis-ganzrakh-mkvlelobashi-braldebul-giorgi-sosanashvils-brali-daumdzimda

კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში მდებარე სასაფლაოზე იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

"საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში დაიკითხნენ აფეთქების შემსწრე თვითმხილველი მოწმეები, რომლებიც  იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილის სიახლოვეს და დეტალურად აღუწერეს გამოძიებას თუ რა ძლიერ ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას განიცდიდა შვილების საფლავზე აფეთქების შედეგად მომაკვდავი იური ვაზაგაშვილი ხელყუმბარის ნამსხვრევებით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებისგან. ასევე, გამოძიების მიერ დაიკითხნენ შემთხვევიდან მოკლე პერიოდში ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომლები, დაზარალბულის უფლებამონაცვლე და ი. ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები. გამოძიებით დადგენილმა ახალმა ფაქტობრივმა გარემოებებმა ნათლად ცხადყო, რომ საქმე გვაქვს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობასთან, რამაც გამოიწვია ბრალდების დამძიმება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გიორგი სოსანაშვილს ბრალდება დაუმძიმდა განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი სოსანაშვილს თავდაპირველად ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობისათვის  ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარებისათვის, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით. 

ამდენად, გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, "- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

Original for.ge  Read.... 17 April, 2015 (17:07) 1
მოსამართლე არსებობს იმისთვის, რომ სასამართლო პროცესი არ იქცეს პრესკონფერენციების ჩატარების ადგილად
mosamartle-arsebobs-imistvis-rom-sasamartlo-procesi-ar-iqces-preskonferenciebis-chatarebis-adgilad მოსამართლე არსებობს იმისთვის, რომ სასამართლო პროცესი არ იქცეს ახლობლების მონახულებისა და პრესკონფერენციების ჩატარების ადგილად, - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა პროკურორმა მაია მწარიაშვილმა განაცხადა.როგორც მწარიაშვილმა "ქრონიკის" პირდაპირ ეთერში საუბრისას აღნიშნა, ის უგულავასა და მერაბიშვილის საქმეს კარგად არ იცნობს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა."ის, რომ სასამართლო პროცესი არ იქცეს ახლობლების მონახულების ადგილად, პრესკონფერენციების ჩატარების ადგილად და ა.შ., ამისთვის არსებობს მოსამართლე. მოსამართლეს აქვს ყველა ბერკეტი და ვალდებულება იმისთვის, რომ სასამართლო არ იქცეს იმად, რისი მომსწრენიც დღეს გავხდით. ბრალდებულს პროცესზე მხოლოდ ის ფუნქციები აქვს, რაც მას კანონით აქვს და არა ამაზე მეტი. ბრალდებულისთვის არ არსებობს ყველაფერი, რაც მას მოესურვება. ბრალდებულებს მხოლოდ იმ საკითხებზე უნდა გაეცათ პასუხი, რა კითხვაც ექნებოდა მათთან მოსამართლეს და დამთავრდა. მოსამართლეს ევალება პროცესის წაყვანა და მან პროცესი არ უნდა გადააქციოს შოუდ. აპლოდისმენტებიც ზუსტად იმ კატეგორიას განეკუთვნება, რაც არ უნდა მოხდეს სასამართლო დარბაზში", - განაცხადა მწარიაშვილმა.მისივე თქმით, ბოლო წლებში ასეთი კატეგორიის პროცესებზე მოსამართლეები ნებსით თუ უნებლიედ ხელს უწყობენ სასამართლო პროცესების ტრიბუნად გადაქცევას. მწარიაშვილი დარწმუნებულია, რომ ჩვეულებრივ რიგით საქმეზე მოსამართლე ბრალდებულს ასეთი ტექსტებით გამოსვლის საშუალებას არ მისცემს.მისივე თქმით, ძალიან ცუდია, რომ გიგი უგულავას საქმეზე განაჩენი არ დადგა ამდენი ხნის განმავლობაში, ვინაიდან როგორც გამოძიებას, ასევე სასამართლოს განსაკუთრებული გულმოდგინება ევალება, რათა საქმე საპატიმრო ვადებში დაასრულონ. თუმცა ამ შემთხვევაში პრეტენზიების ადრესატი უფრო სასამართლო უნდა იყოს, ვიდრე – პროკურატურა."ერთი აღმკვეთი ღონისძიების პირობებში სასამართლო იყენებდა ხოლმე მეორე აღმკვეთს და აქ ახალი არაფერი მომხდარა. რა წუთშიც სასამართლო ამას ასე არ გააკეთებს, პროკურატურა აღარ მიმართავს მსგავსი შუამდგომლობით", - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
Original for.ge  Read.... 17 April, 2015 (16:43) 1
ძალიან მოკლე დროში რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შევძელით
dzalian-mokle-droshi-ramdenime-ateuli-adamianis-sicockhlis-gadarchena-shevdzelit ძალიან მოკლე დროში ჩვენ შევძელით რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "სოლიდარობის ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღეს შეიკრიბნენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შეაჯამონ და მოისმინონ "სოლიდარობის ფონდის" საქმიანობის ანგარიში. "ვფიქრობ, საქმიანობის ანგარიში საკმაოდ შთამბეჭდავია. რაც ყველაზე სასიხარულოა ჩემთვის და ყველასთვის არის ის, რომ ჩვენ შევძელით ძალიან მოკლე დროში რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა", - აღნიშნა პრემიერმა.ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული. მისი თქმით, ფონდის საქმიანობას შეუერთდა 240 საჯარო უწყების 40 000-ზე მეტი თანამშრომელი და 17 კერძო კომპანია."კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით, ვინც ჩართულია ამ საქმეში და თუნდაც მცირე წვლილი შეაქვს ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდების სიცოცხლის გადარჩენაში. 9 თვის განმავლობაში ფონდში 2 400 000 ლარის მობილიზება შევძელით, რითაც პირველ ეტაპზე პრაქტიკულად გადაიჭრა 22 წლამდე ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ფინანსური პრობლემა. დღეისათვის დამტკიცებული გვაქვს 86 ბავშვის და ახალგაზრდის დიაგნოსტიკის და მკურნალობის სრული დაფინანსება. არიან კონკრეტული ბავშვები და ახალგაზრდები, რომელთა მკურნალობაც ფონდმა დააფინანსა და მათი სიცოცხლე გადაარჩინა. სამწუხაროდ, რა თქმა უნდა ფონდში მობილიზებული თანხები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველა იმ ბავშვის და ახალგაზრდის მკურნალობა დაფინანსდეს, რომელთა სიცოცხლე არის საფრთხეში და ამიტომ უნდა მოვუწოდოთ ყველას, რომ მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ ფონდის საქმიანობაში და მეტი ბავშვი და ახალგაზრდის სიცოცხლე გადავარჩინოთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ეს არის კონკრეტული ნაბიჯები სოლიდარული საზოგადოების შექმნისკენ.
Original for.ge  Read.... 17 April, 2015 (16:43) 1
გიორგი სოსანაშვილს ბრალი დაუმძიმდა
giorgi-sosanashvils-brali-daumdzimda იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს ბრალი დაუმძიმდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს , "საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში დაიკითხნენ სოფელ ყარაფილაში მდებარე სასაფლაოზე აფეთქების შემსწრე თვითმხილველი მოწმეები, რომლებიც შემთხვევის ადგილის სიახლოვეს იმყოფებოდნენ და დეტალურად აღუწერეს გამოძიებას, თუ რა ძლიერ ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას განიცდიდა შვილების საფლავზე აფეთქების შედეგად მომაკვდავი იური ვაზაგაშვილი ხელყუმბარის ნამსხვრევებით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებისგან". ასევე, გამოძიების მიერ დაიკითხნენ შემთხვევიდან მოკლე პერიოდში ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომლები, დაზარალებულის უფლებამონაცვლე და ი. ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები."გამოძიებით დადგენილმა ახალმა ფაქტობრივმა გარემოებებმა ნათლად ცხადყო, რომ საქმე გვაქვს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობასთან, რამაც ბრალდების დამძიმება გამოიწვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გიორგი სოსანაშვილს ბრალდება დაუმძიმდა განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.უწყების ინფორმაციით, გიორგი სოსანაშვილს თავდაპირველად ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობისათვის ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარებისათვის, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით. ამდენად, გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
Original interpressnews.ge  Read.... 17 April, 2015 (16:05)
ირაკლი ღარიბაშვილი ახალი სამთავრობო პროექტის პრეზენტაციას ხვალ რაჭა-ლეჩხუმში გამართავს
irakli-gharibashvili-akhali-samtavrobo-proeqtis-prezentacias-khval-ratsha-lechkhumshi-gamartavs საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალი სამთავრობო პროექტის "ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" პრეზენტაციას ხვალ რაჭა-ლეჩხუმში გამართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაური ამბროლაურის კულტურის სახლში ბიზნესმენებს შეხვდება და რეგიონში არსებულ საწარმოო პოტენციალს გააცნობს. სამთავრობო პროგრამის წარდგენამდე, 12:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი ჭრებალოს ღვინის ქარხანას ესტუმრება, სადაც კიდევ ერთი ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. მთავრობის მეთაური ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ისაუბრებს პროგრამაზე, რომელიც მცირე და მიკრომეწარმეობის განვითარებას ისახავს მიზნად. რეგიონში სტუმრობისას დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერატორსა და რაიონების გამგებლებთან. ახალი პროგრამა - "ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის", პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში შესწავლილია ყველა რაიონსა და ქალაქში არსებული რესურსი, რათა ხელისუფლებამ რაიონებში ბიზნესისა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი.
Original interpressnews.ge  Read.... 17 April, 2015 (16:05)
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 753 რეგისტრირებულ კოოპერატივს აქვს მინიჭებული
sasoflo-sameurneo-kooperativis-statusi-753-registrirebul-kooperativs-aqvs-minitshebuli დღეის მდგომარეობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 753 რეგისტრირებულ კოოპერატივს აქვს მინიჭებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან დაკავშირებით ინფორმაცია პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს დღეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ მიაწოდა. მან საკომიტეტო სხდომაზე სააგენტოს მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ, ასევე "ევროპის სამეზობლო პროგრამა - სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის" (ENPARD) ფარგლებში დაფინანსებული პროექტების თაობაზე ისაუბრა. მიშელაძის ცნობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 753 რეგისტრირებულ კოოპერატივს აქვს მინიჭებული. მათ შორის 2015 წლის პირველ კვარტალში დარეგისტრირებულთა რაოდენობამ შეადგინა 272 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. კოოპერატივებში გაერთიანებულია 5 032 მეპაიე და მეპაიეთა 22%-ს (1 103 მეპაიე) ქალები შეადგენენ. სტატუსის მქონე კოოპერატივებში მობილიზებული კაპიტალი 10 614 666.5 ლარს შეადგენს, ხოლო მობილიზებული მიწის საერთო ფართობი შეადგენს 15 140 ჰექტარზე მეტს. ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი კოოპერატივი შექმნილია სამცხე – ჯავახეთში (119), ქვემო ქართლში (113) და აჭარაში (94). როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ განაცხადა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმდინარე პროგრამაა კოოპერატივების აღჭურვა მცირეგაბარიტიანი აგრო-ტექნიკით. პროგრამა ითვალისწინებს: მცირეგაბარიტიანი აგრო-ტექნიკის (თითოეულ კომპლექტში შედის მოტობლოკის აგრეგატი, სათიბი, გუთანი, კულტივატორი და ხელის სათესი) შეღავათიან ფასად - 900 ლარად გადაცემას კოოპერატივებისათვის; დევნილებისა და ეკო-მიგრანტების მიერ შექმნილ, ასევე მაღალმთიან, სასაზღვრო, თუ გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში რეგისტრირებულ კოოპერატივებს თითო კომპლექტის შესყიდვისას დამატებით 1 ხელის სათესი 1 ლარად გადაეცემათ. "ამ დიდ ბრძოლაში, რასაც ჰქვია კოოპერაციის სისტემის ჩამოყალიბება აგრარულ სექტორში, სახელმწიფო მარტო არ არის. სახელმწიფოსთან ერთად ევროკავშირია ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი დონორი და ENPARD-ის პროგრამას ახორციელებენ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები", - განაცხადა მიშელაძემ.
Original liberali.ge  Read.... 17 April, 2015 (16:04) 1
ფოტო ► „პარტიზანი მებაღეები“ ვარდების ბაღში სასტუმროს მშენებლობას ეწინააღმდეგებიან
foto-%e2%96%ba-partizani-mebagheebi-vardebis-baghshi-sastumros-msheneblobas-etsinaaghmdegebian

„პარტიზანი მებაღეები" ვარდების ბაღში ჰოსტელის ტიპის სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ. ნატა ფერაძის თქმით, პარკში სასტუმროს მშენებლობა დაუშვებელია, რადგან ეს საზოგადოებრივი სივრცის არასწორი გამოყენებაა. 

ფერაძის თქმით, 80-იან წლებში, იმ ადგილთან ახლოს, სადაც სასტუმრო უნდა აშენდეს, იყო „სტუმრების სახლი“, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. როგორც მას ინვესტორმა, კოპანია „მეიდან ჯგუფის" წარმომადგენელმა უთხრა, ობიექტი არ დაზიანდება და მისი კონსერვაცია მოხდება.

„ამბობენ, რომ ძეგლი არ დაზიანდება, თუმცა მის უკან კომპაქტური ზომის ნაგებობა იქნება. პარკში სასტუმროს აშენება საზოგადო სივრცის არასწორი გამოყენებაა“ - ამბობს ფერაძე.

ობიექტზე სამუშაოები „პარტიზანი მებაღეების“ მისვლის შემდეგ შეაჩერეს. ნატა ფერაძე ამბობს, რომ მშენებლობის ადგილზე ბანერი არ არის აღმართული და სამუშაოები ამიტომ გაჩერდა.

ვარდების ბაღის დირექტორი შოთა კეჭაყმაძე „ლიბერალთან" საუბრისას ამბობს, რომ ინვესტორმა კომპანიამ თბილისის მუნიციპალიტეტთან შეთანხმება გააფორმა და თითქმის 2,5-მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდა, თუმცა კომპანიისთვის ადგილი ფინანსურად მომგებიანი არ არის, ამიტომ, თანხის ანაზღაურების შემთხვევაში მზად არის ობიექტი დატოვოს.

„აქ ყველაფერი მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. ინვესტორმა ბაღის ტერიტორიაზე პინგ-პონგის დარბაზი გააკეთა, გაარემონტა ღია საზაფხულო კინოთეატრი, გარდენჰოლი; პარკის კეთილმოწყობისთვის უამრავი რამ გააკეთა და კიდევ მრავალი რამ აქვს დაგეგმილი“, - ამბობს კეჭაყმაძე.

მისი განცხადებით, 80-იანი წლების დასაწყისიდან იქ, სადაც სასტუმრო შენდება, ნაგავსაყრელი იყო, ინვესტორის ძალისხმევით კი ტერიტორია დასუფთავდა. 

რაც შეეხება ადგილზე არსებულ ძეგლის ნანგრევებს, კეჭაყმაძის თქმით, მშენებლობა მას არ დააზიანებს.

კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე - ვარდების ბაღის ტერიტორიაზე სამუშაოების სანებართვო მოწმობა ძეგლთა დაცვის სააგენტომ გასცა. 

 

Original liberali.ge  Read.... 17 April, 2015 (16:04)
„მხოლოდ დაპირებები“ - შშმ პირთა სამთავრობო საბჭოდან წევრი პროტესტის ნიშნად გავიდა
mkholod-dapirebebi-shshm-pirta-samtavrobo-sabtshodan-tsevri-protestis-nishnad-gavida ამავე თემაზე პრემიერი: საამაყოა, მე-4 სახელმწიფო ვართ, სადაც შშმ პირები SMS და ვიდეოზარით სარგებლობენ

„სოციალური დაცვის ლიგის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ბელა სონღულაშვილმა შშმ პირთა სამთავრობო საკოორდინაციო საბჭო პროტესტის ნიშნად დატოვა. „ლიბერალთან“ საუბრისას ის საბჭოს დატოვების მიზეზებზე საუბრობს. სონღულაშვილის თქმით, სამი წლის განმავლობაში ცდილობდა, შშმ ბავშვთა, მოზრდილთა და მათ მშობელთა ინტერესები დაეცვა, თუმცა რეალური შედეგი ვერ მიიღო.

„საბოლოო ჯამში მივიღეთ მხოლოდ და მხოლოდ დაპირებები, აზრი აღარ ჰქონდა მათ მოსმენას და გადავწყვიტე, საბჭო დამეტოვებინა, რადგან ამდენი ტყუილის ატანა აღარ შემიძლია“, - აცხადებს სონღულაშვილი.

მისი თქმით, საბჭოს ფარგლებში შშმ ბავშვთა საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის შექმნას, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ შშმ ბავშვთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების გახსნას, შშმ ბავშვთა მშობლების დასაქმების საკითხის მოგვარებას ითხოვდა, თუმცა ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა.

„ვცდილობდი, ამ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიმეწოდებინა, საერთაშორისო გამოცდილება გამეცნო, ყოველთვის თავს მიქნევდნენ, მაგრამ ფაქტია, იცვლებიან ჩინოვნიკები, თუმცა ჩვენი პრობლემები უცვლელ დონეზე რჩება, ბავშებისთვის არაფერი არ იცვლება. ესაა ჩემი პროტესტი, მაისამდე ვაცლი მათ, იქნებ რაღაც დაიწყონ, მაისიდან კი ბევრ რამეზე სხვანაირად გავამახვილებ ყურადღებას“, - ამბობს სონღულაშვილი.

მისი თქმით, დანაპირებ, 50 ლარით გაზრდილ დახმარებას, რომლის გაცემასაც სახელმწიფო სექტემბრიდან აპირებს, ინფლაციური პროცესების გამო, მსყიდველუნარიანობა არ აქვს.

სონღულაშვილი ამბობს, რომ შშმ ბავშვის მშობელი ვერ მუშაობს, რადგან ბავშვს ვერ ტოვებს, დღის ცენტრებში კი ძალიან ცოტა ადგილია.

„რთული მდგომარეობაა და მე საბჭოში ვერ გავჩერდები იმისათვის, რომ ვიღაცის ანტურაჟი ვიყო“, - ამბობს ის.

სონღულაშვილის თქმით, საბჭოში ყოფნით ვალდებულება ჰქონდა შშმ პირთა და მათი ოჯახების მიმართ, რათა მათი ინტერესები დაეცვა.

„სამწუხაროდ, არ გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გავაკეთე. ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ ჩემი პროტესტი რაღაც ნაყოფს გამოიღებს, შშმ ბავშვების სასარგებლოდ“, - ამბობს სონღულაშვილი.

დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ბელა სონღულაშვილი ჯერ კიდევ საბჭოს წევრის რანგში ესწრებოდა.

 

 

 

 

Original frontnews.ge  Read.... 17 April, 2015 (15:20)
პრემიერი საზოგადოებას „სოლიდარობის ფონდის“ საქმიანობაში ჩართულობისკენ მოუწოდებს
premieri-sazogadoebas-solidarobis-fondis-saqmianobashi-chartulobisken-moutsodebs

 „სოლიდარობის ფონდში მობილიზებული თანხები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ  ყველა იმ ბავშვის და ახალგაზრდის მკურნალობა დაფინანსდეს, რომელთა სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება. ამიტომ უნდა მოვუწოდოთ ყველას, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ფონდის საქმიანობაში,  უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად; რაც ძალიან მნიშვნელობანია იმ კუთხითაც, რომ ეს არის კონკრეტული ნაბიჯები სოლიდარული სახელმწიფოს შექმნისკენ“, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა „სოლიდარობის ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართა.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ფონდის" დახმარებით, ძალიან მოკლე დროში, შესაძლებელი გახდა რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცლხის გადარჩენა, რისთვისაც ყველას მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ფონდის საქმიანობას უკვე შეუერთდა 240 საჯარო უწყების 40 000-ზე მეტი თანამშრომელი და 17 კერძო კომპანია.

„ეს არის სოლიდარული საზოგადოებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ცივილიზებული სახელმწიფო და საზოგადოება გვერქვას. 9 თვის განმავლობაში ფონდში 2 მილიონ  400 ათასი ლარის მობილიზება გახდა შესაძლებელი, რითაც პირველ ეტაპზე პრაქტიკულად გადაიჭრა 22 წლამდე ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისათვის ფინანსური პრობლემა“, – განაცხადა მან.

პრემიერის ცნობით, დღეისთვის დამტკიცებულია 86 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრული დაფინანსება.

„სოლიდარობის ფონდის" საქმიანობის ანგარიში მთავრობის მეთაურს ფონდის ხელმძღვანელმა, მარიამ ჯაშმა წარუდგინა.

სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას მთავრობის წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

Original interpressnews.ge  Read.... 17 April, 2015 (15:03)
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საკრებულოს სხდომა დატოვეს
nacionaluri-modzraobis-tsevrebma-sakrebulos-skhdoma-datoves "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა თბილისის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი უკმაყოფილება სევდია უგრეხლიძისთვის სიტყვის შეწყვეტამ გამოიწვია. რა დროსაც უგრეხელიძე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ჯაბა სამუშიას ბრალდებებს პასუხობდა.სევდია უგრეხელიძეს საუბრის დროს საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიკროფონი გამოურთეს."ეს არის საკრებულოს წევრის უფლებების უხეში დარღვევა და რეგლამენტის სრული უგულებელყოფა. ჯაბა სამუშია საუბრობდა იმაზე, თუ რა გაკეთდა ყოფილი ხელისუფლების დროს ოლიმპიადის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის და ის ცრუობდა. მე საერთოდ არ ვაპირებდი დღეს ამ პოლემიკაში ჩართვას, თუმცა ვინაიდან გაისმა ბრალდებები ჩემი თბილისის მთავრობაში ყოფნის პერიოდთან დაკავშირებით, შესაბამისად გადავწყვიტე რომ მეპასუხა, თუმცა საკრებულოს უმრავლესობა გადავიდა უკვე იმ რეჟიმში, როცა უხეშად არღვევენ საკრებულოს უმცირესობის უფლებებს და მათ სიტყვის გამოთქმის უფლებას ართმევენ", - განაცხადა უგრუხელიძემ.საკრებულოს სხდომა "ნაციონალური მოძრაობის" სრულმა შემადგენლობამ იმ დროს დატოვა, როდესაც დეპუტატები ფონდი "ქართუს" მხრიდან ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბიუჯეტისთვის 10 მილიონი ლარის ოდენობის გრანტის გამოყოფის საკითხზე მსჯელობდნენ.
Original liberali.ge  Read.... 17 April, 2015 (15:01)
NGO-ები: ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდების შესახებ კანონპროექტი კვლავ საფრთხეს შეიცავს
ngo-ebi-dzaladobisken-sajarod-motsodebis-shesakheb-kanonproeqti-kvlav-safrtkhes-sheicavs

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ლიბერალი“ უცვლელად გთავაზობთ:

„უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი გეგმავს პირველი მოსმენით მიიღოს საქართველოს კანონი “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, რომლის ავტორია - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა. კანონპროექტის ერთ-ერთ მიზანს ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების კრიმინალიზება წარმოადგენს. შემოთავაზებული ცვლილებების 239 პრიმა მუხლის თანახმად, დასჯადად ცხადდება რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოგდების მიზნით, ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდება, ხოლო სანქციად გათვალისწინებულია - თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტმა ინიცირების შემდეგ გარკვეული ცვლილებები განიცადა, კერძოდ კანონპროექტში გაკეთდა მითითება აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეზე, იგი კვლავ შეიცავს სერიოზულ საფრთხეებს გამოხატვის თავისუფლების კუთხით და არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, სახელმწიფოს დეკლარირებული მოტივაცია, ამგვარი ქმედების კრიმინალიზაციასთან დაკავშირებით მოკლებულია დამაჯერებლობას.

სახელმწიფოს პოლიტიკა, მოწყვლადი ჯგუფებისა და უმცირესობების მიმართ ჩადენილი ძალადობრივი და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიმართ დემონსტრაციულად არაეფექტური, ზოგიერთ შემთხვევაში კი რეპრესიული, სახელმწიფო ავლენს აბსოლუტურ პასიურობას დარღვეული უფლებების აღდგენისა და პრევენციის კუთხით. შესაბამისად, ნდობა იმასთან დაკავშირებით, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის დაწესების მიზანი დისკრიმინირებული ჯგუფების დაცვაა, ძალიან დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ დანაშაულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ემუხლის 31 ნაწილი დამამძიმებელ გარემოებად განიხილავს, ამ ნორმის პრაქტიკაში გამოყენების მაჩვენებელი ძალიან დაბალია და სახელმწიფოს არ გააჩნია შესაბამისი სტატისტიკა, რომელიც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის ინსტრუმენტია. სიძულვილით მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის 2013 წლის 17 მაისის საქმეზე, სახელმწიფოს არ ჩაუტარებია ეფექტური გამოძიება და არ დაუსჯია კონკრეტული პირები. მეტიც, სახელმწიფოს მიერ დომინანტი რელიგიური ჯგუფისა და გაბატონებული მორალის მიმართ გამოვლენილი ღია ლოიალობა და აცდენა სეკულარული სახელმწიფოს პრინციპისგან, ამ შემთხვევაში, დისკრიმინირებული ჯგუფების დაცვის ინტერესის არსებობას არადამაჯერებელს ხდის. აღნიშნულ ეჭვებს აძლიერებს კანონპროექტის მიმართ იმ ჯგუფების ღია მხარდაჭერაც, რომლებიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზებას უჭერენ მხარს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის რისკები, რომელსაც არამარტო ნორმის გამოყენების კონტექსტი, არამედ მისი კონცეფცია და ნორმის ტექსტის ბუნდოვანება წარმოშობს. ნორმაში გამოყენებული ტერმინები „ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდება“, კონკრეტული ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის „განხეთქილების ჩამოგდება“ ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას და მისი თვითნებურად გამოყენების შესაძლებლობას ტოვებს, რაც იმის გათვალისწინებით, რომ ნორმა სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, აჩენს შესაძლებლობას სახელმწიფოს მხრიდან დამსჯელობითი ღონისძიებების გატარებისა. ნორმის ტექსტი მტრული, დისკრიმინაციული და ძალადობრივი მოპყრობისგან დაცვის ობიექტად არა უშუალოდ მოწყვლად ჯგუფებს განიხილავს, როგორც ამას რასიზმსა და ქსენოფობიასთან ბრძოლის რეგულირების საერთაშორისო სტანდარტები ადგენს, არამედ  ითვალისწინებს ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოგდების ბუნდოვან მოწესრიგებას, რაც ჩვენი შეფასებით ავლენს კანონპროექტის ავტორების ნამდვილ განზრახვას გამოხატვის თავისუფლებასა და კრიტიკულ აზრზე გაუმართლებელი შეზღუდვა დააწესოს.ნორმის შესაბამის ორგანოთა მხრიდან ბოროტად გამოყენებასა თუ მის არასწორ ინტერპრეტირებას გააჩნია რისკი შეზღუდოს მედიის წარმომადგენელთა, არასამთავრობო ორგანიზაციათა, რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფთა და პოლიტიკურ ოპონენტთა გამოხატვის თავისუფლება, რაც ამთავითვე ნეგატიურად უნდა შეფასდეს დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისა და ღია საზოგადოების ჩამოყალიბების გზაზე. მით უფრო, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი მედია საშუალებების და სხვა იურიდიული პირების ლიკვიდაციის სანქციას ითვალისწინებს, რაც არაპროპორციულად მაღალი სასჯელია.   ამასთავე, იმის გათვალისწინებით, რომ გამოხატვის თავისუფლების დაცვა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტს ქმნის, სახელმწიფოს მცდელობა დააწესოს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო რეგულაციები ფართო დისკუსიისა და დაინტერესებულ პირთა მაღალი ჩართულობის ფონზე უნდა მიმდინარეობდეს.  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, სათანადოდ გაიაზრონ დემოკრატიული და პლურალისტური ღირებულებების მნიშვნელობა და არ მიიღონ აღნიშნული ნორმა, მიუხედავად იმისა, თუ რა შინაარსობრივ ცვლილებებს განიცდის იგი. ამასთანავე, აუცილებლად მივიჩნევთ, ნაცვლად ახალი რეგულაციის შემუშავებისა, სახელმწიფომ გაატაროს ეფექტური პოლიტიკა კანონმდებლობაში უკვე არსებული ნორმების სათანადო აღსრულების მიზნით, კერძოდ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტურად გამოძიებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების განუხრელად დაცვის კუთხით". ხელმომწერი ორგანიზაციები: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (GYLA);„იდენტობა";„ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრი" (EMC);„ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" (TDI );„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია";„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED);„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" (TI);„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI);„კონსტიტუციის 42-ე მუხლი";„ინფორმაციის თავისუფლების განვიტარების ინსტიტუტი" (IDFI);„მედიის განვითარების ფონდი" (MDF).
Original liberali.ge  Read.... 17 April, 2015 (15:01) 1
ადვოკატი: არ გამოვრიცხავ, ნაკანმა თვითმკვლელობა კვლავ სცადოს
advokati-ar-gamovrickhav-nakanma-tvitmkvleloba-kvlav-scados

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმის ყოფილმა ხელმძღვანელმა, კახაბერ ნაკანმა გუშინ თვითმკვლელობა სცადა. მისი ადვოკატი კახა შონია ამის მიზეზად ნაკანის უკანონო პატიმრობასა და მის “მატროსოვის” დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნას ასახელებს.

მისი თქმით, უკვე სამი თვეა, ნაკანი გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფება და იქიდან გადაყვანას ითხოვს. დაცვის მხარემ ამ მოთხოვნით სასჯელაღსრულების სამინისტროს 2015 წლის 17 თებერვალს მიმართა. უწყებიდან აცნობეს, რომ განცხადება განსახილველად სასჯელაღსრულების დეპარტამენტს გადაეგზავნა. თუმცა ნაკანის განთავსების ადგილი არ შეცვლილა.

სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ პატიმრები განთავსების ადგილებს თავად არ ირჩევენ. როგორც “ლიბერალთან” საუბრისას მინისტრის მოადგილემ, კახი კახიშვილმა აღნიშნა, წარმოუდგენელია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფმა 1640 ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა მისთვის სასურველი დაწესებულება აირჩიოს. ამიტომ მათი განთავსების ადგილს თავად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ამა თუ იმ ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების სამსახურში არსებული ინფორმაციის მიხედვით წყვეტს.

ნაკანის ადვოკატი მინისტრის მოადგილის განცხადებას ზედაპირულსა და ნიშნის მოგებით ნათქვამს უწოდებს და აღნიშნავს, რომ პატიმრის განთავსებისას ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინონ. კახა შონიას ინფორმაციით, სპეცრაზმის ყოფილი ხელმძღვანელი გლდანის მერვე დაწესებულების სამარტოო საკანშია მოთავსებული, მას არც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მიუწვდება ხელი და არც ვინმესთან კომუნიკაციის შესაძლებლობა აქვს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ეს ფსიქოლოგიური ზეწოლის ერთ-ერთი მძიმე ფორმაა.

გარდა ამისა, როგორც შონია ამბობს, დაწესებულებაში კახაბერ ნაკანის მიერ წარსულში დაკავებული ბევრი პატიმარია მოთავსებული. ამიტომ იქ ხშირია გადაძახილები, რაც სპეცრაზმის ყოფილ ხელმძღვანელზე ფსიქოლოგიურად მოქმედებს.

კახი კახიშვილი კი აცხადებს, რომ ნაკანი ზედა სართულზე მხოლოდ სამართალდამცავი უწყებების ყოფილ თანამშრომლებთან ერთადაა მოთავსებული და სამარტოო საკანშიც თავისი უსაფრთხოების გამო იმყოფება.

“მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ის სართული, სადაც ნაკანია, დაცულია და მასთან ერთად სხვადასხვა საკნებში 112 ადამიანია განთავსებული, რომლებიც ადრე ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდნენ. იზოლირებული რომ არ იყოს და ვინმემ რომ რამე გაუკეთოს, მერე იტყოდნენ, რატომ მარტო არ იჯდაო”, - აცხადებს კახიშვილი.

გარდა უსაფრთხოებისა, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას სწორედ მისი გარკვეული იზოლირების მიზნით უსჯიან, რათა მან მოწმეებსა და გამოძიების მიმდინარეობაზე ზეგავლენა არ მოახდინოს.

ადვოკატი სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი ხელმძღვანელის გლდანის მერვე დაწესებულებაში მოთავსებასა და მასზე განხორციელებული შესაძლო ფსიქოლოგიური ძალადობის მიზეზად მის დასჯას ასახელებს. მისი თქმით, ნაკანს ჩვენება მიცემული აქვს და მისგან აღიარებით ჩვენებას აღარავინ ელის.

“ჩემთან და ნაკანთან აღიარებითი ჩვენების მოთხოვნით არავინ მოსულა. ჯერ ერთი, რა უნდა აღიაროს. დაკითხეს და ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული აქვს.  ეს არის ჯიბრში ჩადგომა, რბილად რომ ვთქვათ - შენ ეს ჩაიდინე  და აი, ამ ფორმით დაისჯები. აქ ეწამე, არც ტელევიზორი, არც რადიო, არც არავისთან ურთიერთობა. აუცილებელი ხომ არ არის, ვიღაც წიხლებით შედგეს ზედ, ესეც ჩვეულებრივი ზეწოლაა”, - აცხადებს ადვოკატი.

კახა შონიას ინფორმაციით, ამჟამად ნაკანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის ვარაუდობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ გლდანის მერვე დაწესებულებაში დააბრუნებენ. ადვოკატი არ გამორიცხავს სუიციდის კიდევ ერთ მცდელობას, ამიტომ აცხადებს, რომ ნაკანის “მატროსოვის” დაწესებულებაში გადასაყვანად სასჯელაღსრულების მინისტრსა და დეპარტამენტს კვლავ მიმართავს.

კახა ნაკანი გლდანის მერვე დაწესებულებიდან გადაყვანას ითხოვს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც”.

“კატეგორიულად მოვითხოვთ, კახა ნაკანი, ციხის საავადმყოფოში მკურნალობის დასრულებისთანავე გადაყვანილ იქნას მატროსოვზე და არა გლდანის მერვე საპატიმროში. უახლოეს დღეებში გადაწყდეს მისი და ყველა სპეცრაზმელის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის შეწყვეტის საკითხი; რიგითი სპეცრაზმელების მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა; ჩატარდეს გამოძიება (და არა მოკვლევა) და აღიძრას სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით”, - აცხადებს გივი თარგამაძე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ლევან ვეფხვაძე პატიმრის განთავსების პროცედურებს განმარტავს და ამბობს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს კანონი ბრალდებულის/მსჯავრდებულის კონკრეტულ დაწესებულებაში განთავსებას არ ავალდებულებს. კანონის მთავარი მოთხოვნა ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებისა და მისი ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ზეწოლისგან დაცვაა. სწორედ ამით ხსნის ვეფხვაზე კახაბერ ნაკანის სამარტოო საკანში მოთავსების ფაქტსაც. მისი განმარტებით, კანონი პირის სამარტოო საკანში განთავსების უფლებას მანამდე იძლევა, სანამ ეს მისი უსაფრთხოებისთვის იქნება აუცილებელი.

სპეციალური დანიშნულების რაზმის ყოფილი ხელმძღვანელი კახაბერ ნაკანი, ექვსი სპეცრაზმელი და კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე 2015 წლის 2 თებერვალს დააკავეს. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

 

 

Original liberali.ge  Read.... 17 April, 2015 (15:01)
საპატრიარქო: ქრისტიანთა ტანჯვისა და წამების ფაქტები მედიისთვის საინტერესო ახლა გახდა
sapatriarqo-qristianta-tanjvisa-da-tsamebis-faqtebi-mediistvis-saintereso-akhla-gakhda

სირიასა და ერაყში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. განცხადება მედიას ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის დეკანოზმა, ბიძინა გუნიამ გააცნო. 

განცხადების თანახმად, სირიასა და ერაყში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით მასმედიაში გავრცელებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის კომენტარი შეგნებულად არის დამახინჯებული და ეკლესიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. 

„ამჯერად კი შევნიშნავთ, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის გამოთქვამს თავის უარყოფით დამოკიდებულებას ტერორიზმის, მკვლელობების, უზნეობისა და ძალადობის წინააღმდეგ, როდესაც ეკლესიამ მუჰამედისა და საერთოდ, მუსლიმთა შეურაცხმყოფელი კარიკატურების გამო ჯერ კიდევ იმ დროს დააფიქსირა თავისი მკვეთრად უარყოფითი პოზიცია, როცა ძალზე ცოტა ქომაგი ჰყავდა ამ საქმეს, განა შეიძლება საქართველოს საპატრიარქოსთვის სულ ერთი იყოს ახლო აღმოსავლეთის ზემოაღნიშნულ ქვეყნებში მოქალაქეთა და მით უმეტეს, ქრისტიანთა ტანჯვისა და წამების ფაქტები?!" - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ასევე, განცხადების თანახმად, მასმედიისთვის ეს თემა საინტერესო ახლა გახდა. ამ პრობლემების შესახებ კი საქართველოს ეკლესიის მხრიდან და სხვა ეკლესიების მხრიდანაც არაერთხელ აღინიშნა საერთაშორისო შეხვედრებზე. 

„ქანდელი ასირიელი მორწმუნენი თანადგომის ნიშნად თვე-ნახევრის წინ მიიღეს და დალოცეს სამების საკათედრო ტაძარში. ამა წლის 19 აპრილსაც, კვირაცხოვლობას, სამების საკათედრო ტაძარსა და საქართველოს ყველა ეკლესიაში აღევლინება ლოცვა როგორც მართლმადიდებელ გარდაცვლილთა სულების საოხად, ისე აღნიშნულ რეგიონში მშვიდობისათვის", - ნათქვამია განცხადებაში. 

Original for.ge  Read.... 17 April, 2015 (14:06)
სირიასა და ერაყის მოვლენებთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
siriasa-da-erakhis-movlenebtan-dakavshirebit-sapatriarqo-ganckhadebas-avrcelebs-2 სირიასა და ერაყში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. განცხადება მედიას ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის დეკანოზმა, ბიძინა გუნიამ გააცნო.განცხადების თანახმად, სირიასა და ერაყში მიმდინარეო ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით მასმედიაში გავრცელებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის კომენტარი შეგნებულად არის დამახინჯებული და ეკლესიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად."ამჯერად კი შევნიშნავთ, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის გამოთქვამს თავის უარყოფით დამოკიდებულებას ტერორიზმის, მკვლელობების, უზნეობისა და ძალადობის წინააღმდეგ, როდესაც ეკლესიამ მუჰამედისა და საერთოდ, მუსლიმთა შეურაცხმყოფელი კარიკატურების გამო ჯერ კიდევ იმ დროს დააფიქსირა თავისი მკვეთრად უარყოფითი პოზიცია, როცა ძალზე ცოტა ქომაგი ჰყავდა ამ საქმეს, განა შეიძლება საქართველოს საპატრიარქოსთვის სულ ერთი იყოს ახლო აღმოსავლეთის ზემოაღნიშნულ ქვეყნებში მოქალაქეთა და მით უმეტეს, ქრისტიანთა ტანჯვისა და წამების ფაქტები?!", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.ასევე, განცხადების თანახმად, მასმედიისთვის ეს თემა საინტერესო ახლა გახდა. ამ პრობლემების შესახებ კი საქართველოს ეკლესიის მხრიდან და სხვა ეკლესიების მხრიდანაც არაერთხელ აღინიშნა საერთაშორისო შეხვედრებზე."ქანდელი ასირიელი მორწმუნენი თანადგომის ნიშნად თვენახევრის წინ მიიღეს და დალოცეს სამების საკათედრო ტაძარში. ამა წლის 19 აპრილსაც, კვირაცხოვლობას, სამების საკათედრო ტაძარში და საქართველოს ყველა ეკლესიაში აღევლინება ლოცვა როგორც მართლამდიდებელ გარდაცვლილთა სულების საოხად, ისე აღნიშნულ რეგიონში მშვიდობისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.საპატრიარქო მიმართავს ყველას თხოვნით, იყვნენ უფრო კორექტულები და წინდახედულები, როდესაც ასეთ ფაქიზ თემებს ეხებიან.
Original for.ge  Read.... 17 April, 2015 (14:06)
სირიასა და ერაყის მოვლენებთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
siriasa-da-erakhis-movlenebtan-dakavshirebit-sapatriarqo-ganckhadebas-avrcelebs სირიასა და ერაყში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. განცხადება მედიას ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის დეკანოზმა, ბიძინა გუნიამ გააცნო.განცხადების თანახმად, სირიასა და ერაყში მიმდინარეო ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით მასმედიაში გავრცელებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის კომენტარი შეგნებულად არის დამახინჯებული და ეკლესიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად."ამჯერად კი შევნიშნავთ, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის გამოთქვამს თავის უარყოფით დამოკიდებულებას ტერორიზმის, მკვლელობების, უზნეობისა და ძალადობის წინააღმდეგ, როდესაც ეკლესიამ მუჰამედისა და საერთოდ, მუსლიმთა შეურაცხმყოფელი კარიკატურების გამო ჯერ კიდევ იმ დროს დააფიქსირა თავისი მკვეთრად უარყოფითი პოზიცია, როცა ძალზე ცოტა ქომაგი ჰყავდა ამ საქმეს, განა შეიძლება საქართველოს საპატრიარქოსთვის სულ ერთი იყოს ახლო აღმოსავლეთის ზემოაღნიშნულ ქვეყნებში მოქალაქეთა და მით უმეტეს, ქრისტიანთა ტანჯვისა და წამების ფაქტები?!", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.ასევე, განცხადების თანახმად, მასმედიისთვის ეს თემა საინტერესო ახლა გახდა. ამ პრობლემების შესახებ კი საქართველოს ეკლესიის მხრიდან და სხვა ეკლესიების მხრიდანაც არაერთხელ აღინიშნა საერთაშორისო შეხვედრებზე."ქანდელი ასირიელი მორწმუნენი თანადგომის ნიშნად თვენახევრის წინ მიიღეს და დალოცეს სამების საკათედრო ტაძარში. ამა წლის 19 აპრილსაც, კვირაცხოვლობას, სამების საკათედრო ტაძარში და საქართველოს ყველა ეკლესიაში აღევლინება ლოცვა როგორც მართლამდიდებელ გარდაცვლილთა სულების საოხად, ისე აღნიშნულ რეგიონში მშვიდობისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.საპატრიარქო მიმართავს ყველას თხოვნით, იყვნენ უფრო კორექტულები და წინდახედულები, როდესაც ასეთ ფაქიზ თემებს ეხებიან.
Original frontnews.ge  Read.... 17 April, 2015 (14:04)
გარემოს დაცვის მინისტრის ტკივილები და იაღლიშები
garemos-dacvis-ministris-tkivilebi-da-iaghlishebi-2

ამ ხელისუფლებას, სხვა „სიკეთეებთან“ ერთად, ერთი ზნეც სჭირს, უეცრად ისეთს ვისმეს აღაზევებს სახელისუფლებო ვერტიკალზე, არათუ „გუგლი“ არ ცნობს და არ იგუგლება, იალბუზზე რომ ეშმაკები სხედან, იმათაც არაფერი უწყიან მათზე.

სწორედ ასეთი კაცი იცავს დღეს ჩვენს გარემოს. დიახ, ბატონო, გარემოს დაცვის მინისტრზე მოგახსენებთ.

კი, ახლა რაც უკვე ორი მინისტრის პოსტი აირტყა ალაგ-ალაგ მშვიდობაში, უკვე იგუგლება კიდეც, ისიც, ძირითადად, სამინისტროს გავრცელებული ნიუსებით და მწირი ბიოგრაფიით, რომელიც მთავრობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს საიტებზეა განთავსებული. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო და ახლა კი გარემოს დაცვის მინისტრია, მისი აქტივობაც ნულს ქვემოთაა და არც მედიით ჩანს. ასე განსაჯეთ, ზოგიერთ მედიასაშუალებას, (მაგალითად,news.ge -ს) წელს, 5 თებერვალს, ის ისევ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ეგონა, „ტაბულის“ საიტზე კი, ძიებას რომ აძლევ, მასზე მხოლოდ ერთ ნიუსს აგდებს, ისიც იმ ნიუსს, რომელიც იტყობინება, რომ დავით ნარმანიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ელგუჯა ხოკრიშვილი შეცვლის. ეს ამბავი კი შარშან მოხდა _ როცა დაბურულ ტყედ ქცევას ჰპირდებოდა „ნორაევიჩი“ დედათბილისს.

ბატონმა ღარიბაშვილმა მაშინ წარგვიდგინა კიდეც დიდის ამბით და ტრაბახით, რომ ხოკრიშვილი არის  ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ბიზნესისა და ეკონომიკის მაგისტრი. ისე გაერთო ტრაბახში ბატონი პრემიერი, „დაავიწყდა“, _ დოქტორის ხარისხი გულისხმობს, რომ იმ პირს მანამდე მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი. ისევე იგულისხმება როგორც ის, რომ ბატონ ხოკრიშვილს ოდესღაც ბაკალავრის ხარისხიც აქვს მიღებული და ისიც ეკონომიკაში. სამაგიეროდ, ბატონ პრემიერს არ დავიწყნია „ებლატავა“ იმით, რომ ყველა ეს ხარისხი და, საერთოდ, განათლება, ბატონ ხოკრიშვილს მიღებული აქვს გერმანიაში, პოტსდამის უნივერსიტეტში. ღარიბაშვილს არც ის დავიწყნია, რომ ხოკრიშვილი იყო სხვადასხვა პროექტის მმართველიც, არც ის, რომ კანადაშიც მუშაობდა და არც ის, რომ აქვს სამეცნიერო და პედაგოგიური გამოცდილება.

ერთი შეხედვით, ბატონ პრემიერს ტყუილი არც არაფერი უთქვამს, მაგრამ იმ კანადაში, კერძოდ ვანკუვერში, ხოკრიშვილი ერთი წელიც არ მუშაობდა (2010-2011 წლებში) პროგრამებისა და განათლების განვითარების პროფესიონალთა ჯგუფის კონსულტანტად. თან არ გაინტერესებთ, რა რეჟიმში? იმავე 2010-2011 წლებში ხოკრიშვილი პროექტის მმართველიც იყო ბერლინის უნივერსიტეტში, ექსპერტიც „GOPA კონსალტინგში“, და 2011 წელს იყო ექსპერტი აქ, ჩვენთანაც, ფონდ „ღია საზოგადოება _ საქართველოში“. რაც შეეხება პედაგოგიურ გამოცდილებას, როგორც საიტებზე განთავსებულ ბიოგრაფიებშია ასახული, იგი მხოლოდ 2012 წელს იყო ლექტორი ილიაუნში. ანუ ერთი წელიც არ უმუშავია პედაგოგად და ამას ეძახის ბატონი ღარიბაშვილი პედაგოგიურ გამოცდილებას? ან კანადაში მოღვაწეობას იმას ეძახის ადამიანი, პარალელურად ბერლინში და თბილისში რომ მუშაობს?

რაკი ხოკრიშვილის განათლებასა და სამუშაო გამოცდილებას შევეხეთ, ბარემ ეს საკითხი აქვე ამოვწუროთ. მთავრობის საიტზე და სამინისტროს საიტზე განთავსებული ბიოგრაფიის თანახმად, 1973 წელს დაბადებულმა ხოკრიშვილმა ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი პოტსდამის უნივერსიტეტში 2002 წელს მიიღო, ანუ 29 წლის ასაკში. ე. ი. მან პოტსდამის უნივერსიტეტს განათლების მისაღებად მიაშურა 1998 წელს 25 წლისამ. ბიოგრაფიაში არ ჩანს, აქვს თუ არა მას მანამდე განათლება მიღებული საქართველოში, ან სადმე? ამდენად, ძნელი გასარკვევია, რას აკეთებდა ასე სწავლა-განათლებას მოწყურებული კაცი 25 წლამდე? რასთან გვაქვს საქმე, რომელიმე ისეთი ქართული უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, რომლის დასახელება ახლა ერცხვინება, თუ ლომონოსოვთან გვაქვს საქმე, რომელიც გვიან ასაკში დაეწაფა განათლებას? მიდი და გაიგე. მისი ბიოგრაფია დუმს ამის თაობაზე. სამაგიეროდ, ბიოგრაფიიდან ირკვევა ის, რომ იგი 1999 წლიდან 2003 წლამდე იყო ასისტენტ-მკვლევარი პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრაზე. დიახ, ამით იწყება მისი სამუშაო გამოცდილება. რა გამოდის? _ 26 წლისამ დაიწყო მუშაობა? კი მაგრამ, მანამდე რას აკეთებდა? 25-26 წლამდე რომ არც არსად სწავლობდა და არც არსად მუშაობდა? ეძინა დათვივით? 2004 წელს უკვე მაგისტრის ხარისხი მიიღო ბიზნესსა და ეკონომიკაში. 2004 წლიდან პროექტის მმართველად დაუწყია მუშაობა პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრაზე და უმუშავია 2010 წლამდე. 2006 წელს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს ექსპერტიც ყოფილა. 2008 წელს დოქტორის ხარისხი მიიღო. განათლება მართლაც არაა ურიგო და დასავლეთშია მიღებული, მაგრამ მარტო ეს დასავლეთში მიღებული განათლება რომ არც პროგრესულობისა და არც არაფრის გარანტიას არ იძლევა, სხვა თუ არაფერი, თეა წულუკიანიდან გამომდინარეც ჩანს. დავუბრუნდეთ ხოკრიშვილის სამუშაო გამოცდილებას: 2010-2011 წლებში, როგორც უკვე ვთქვით, პროექტის მმართველი იყო ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში, ექსპერტი აქ „ფონდ ღია საზოგადოება _ საქართველოში“ და ექსპერტი იქ, გერმანიაში _ „GOPA კონსალტინგში“, და კონსულტანტი იქ, ღარიბაშვილის „ნაყვარება“ კანადაში.

2012 წელს ის არის ილიაუნის ლექტორი, „ღია საზოგადოების“ ექსპერტი და 2012 წელსვე ხდება  კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტის (CIESR) გამგეობის თავმჯდომარე... სწორედ ამ ინსტიტუტის ხსენებით იხსნება გორდიას კვანძი და ფარდა ეხდება ხოკრიშვილის ვარსკვლავის ბიძინა ივანიშვილის ცის კაბადონზე ამოელვარების საიდუმლოს.

საქმე ის გახლავთ, რომ ეს ინსტიტუტი 2008 წელს დააფუძნეს და 2009 წელს რეგისტრაციაში გაატარეს... ბატონმა დავით ნარმანიამ და ბატონმა ხოკრიშვილმა... ცხადია, კიდევ რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად. 2009 წლის იანვრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე ამ ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ სწორედ ნარმანია, 2012 წელს კი გამეგობის თავჯდომარე ხოკრიშვილი იყო. იგი დღემდე რჩება ამ ინსტიტუტის გამგეობის წევრად. თუ ხოკრიშვილისა და ნარმანიას ბიოგრაფიებს კარგად და პარალელურ რეჟიმში გადავხედავთ, იმასაც აღმოვაჩენთ, საიდან დაიწყო მათი მეგობრობა _ პოტსდამის უნივერსიტეტიდან, სადაც ნორაევიჩი სტაჟირებას გადიოდა, ხალხურად რომ ვთქვათ, ნარმანია ჩა-მოტარებით იყო, ხოკრიშვილი კი ჩა-დგმით.

2012 წლიდან ნარმანია ხელისუფლებაში წინაურდება _ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ხდება და თან მიჰყავს თავისი ძმობილი ხოკრიშვილი _ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად. შეგახსენებთ, რომ ამ ფონდის კოორდინებას სწორედ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

შემდეგ ზემოთ გადაწყვიტეს დაწინაურება მისისა აღმატებულებისა _ დავით ნორას ძისა და, თავის მხრივ, დავით ნორას ძემ გადაწყვიტა დაეწინაურებინა ძმადნაფიცი თვისი _ ხოკრიშვილი და სწორედ მან გაუწია რეკომენდაცია, ამჯერად უკვე მის შემცვლელად მინისტრის პოსტზე ხოკრიშვილს. თუმცა, როგორც მედია წერდა, ბატონ ხოკრიშვილს უწინ თავად ღარიბაშვილთან ჰქონია ტკბილი და მურაბა ურთიერთობა. მოკლედ, ასე თუ ისე, იგი გახდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ეს ამბავი 2014 წლის 14 აპრილიდან დაიწყო და ივლისში დასრულდა, ანუ სამი თვეც არ გასტანა. ესეც კიდევ მორიგი სენი არა მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლებისა, არამედ ქართული ხელისუფლებების, რომელსაც კი მოვესწარით. ასე იყო შევარდნაძის დროსაც, ასე იყო სააკაშვილის დროსაც, გაუთავებელი „კარუსელები“, რამდენიმეთვიანი მინისტრობა, მინისტრის ერთი პორტფელის ხელიდან გამოგლეჯა და სხვა პორტფელის შეჩეჩება, ასე იყო ადრეც, მაგრამ ახლა მთლად რეკორდებს ხსნიან. ხოკრიშვილი ზუსტად სამი თვე ბრძანდებოდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი! თუმცა ამ სამ თვეში ბევრი რამ მოასწრო, საქმე თუ არა, მაამებლობა მაინც. ასე მაგალითად, ღარიბაშვილთან ერთად ნატანები-შრომა-ურეკის 18-კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ერთმაც ბლომად „იბლატავა“ ამ გზის რეაბილიტაციით, მეორემაც, არც ერთს უთქვამს, მაინცდამაინც რატომ მოიგიჟიანეს თავი ამ გზის რეაბილიტაციაზე, მაგრამ რაც არ უნდა მალონ, რეალურ მიზეზს ვერ დამალავენ. ყველამ კარგად უწყის მათი ბატონის ინტერესები ურეკსა და ნატანებში... ამ პროექტის განხორციელება კი 2012-ის ოქტომბრის ბოლოს დაიწყო, ანუ მოვიდნენ თუ არა... ცოტა არ იყოს, სამარცხვინოა, შენს ბატონს რომ გზას უგებ ბიუჯეტის ხარჯზე და დამშეულ ხალხს რომ აყვედრი!!! აი, იმ ხალხს, რომელსაც შენ გარეშეც, მიშას ხელშიც, ყელში ჰქონდა ამოსული ასფალტის ჭამა... მაგრამ დახეთ ამათ უტიფრობას? სწორედ იქ, იმ გზის რეაბილიტაციაზე გამოვარდა ღარიბაშვილი, მოიღერა ყელი და დასჭექა, _ უგზოობა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდესო: „ძალიან მერიდება, რომ დღეს ისეთ ელემენტარულ საკითხებზე ვსაუბრობთ, როგორიც გზის მშენებლობაა. მე მირჩევნია, თქვენთვის მეხარებინა, რომ დღეს 5 საწარმო გავხსენით, თუმცა ამის დროც მალე მოვა. მძიმე მემკვიდრეობა გვერგო. თითქმის ყველა რაიონში პრობლემებია“, _ ამბობდა ღარიბაშვილი და ხოკრიშვილი თავს უკანტურებდა.

ღარიბაშვილის უტიფრობის კოეფიციენტის დადგენა მკითხველისთვის მიმინდია, აგრეთვე ხოკრიშვილისთვისაც, რომელმაც თავი გამოიდო და აამა იმ ბრძენ კაცს. იცით, როგორ? ვითომ საზოგადოებას ანგარიში წარუდგინა და იქვე თავისი ნაკეთები წინა ხელისუფლების ნაკეთებს შეადარა. არ გაინტერესებთ, რომელი წლის მაჩვენებელს? _ 2012 წლისას, როცა თვითონ მობრძანდნენ ხელისუფლებაში წლის ბოლოს. 2013 და 2014 წლების მონაცემები შეადარეს არა 2010, ან 2011 წელს, არამედ 2012 წლის ბოლო 2-3 თვეს მათ უნიათო ხელში. მათი მოტანილი და დაზღნერთებული ციფრები კი, ეჭვი მაქვს, ისეთივე სანდოა, როგორც იზორიას სტატისტიკა, _ კრიმინალის კლებას რომ გვაუწყებდა. ან რომელ წარმატებაზე და ტემპზე გველაპარაკება, როცა ამ სამინისტრომ ზუსტად იმ 2013-2014 წლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ჩააგდო? მეტისმეტად უტიფარი უნდა იყო, რომ სააკაშვილს ყველა-ყველა და ტემპში გაეჯიბრო.

იმ სამთვიანი მინისტრობისას მოასწრო და დაგვპირდა, რომ 2 წელიწადში ახალი მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ გვექნებოდა. არც იმის თქმა დაივიწყეს, სხვადასხვა პარტია მეტროსადგურის მშენებლობას პოლიტიკურ ჭრილში იყენებს და აცხადებს, რომ პროექტი შეჩერებულია, ეს ასე არაა, აგერ ტენდერს ვაცხადებთ და 2 წელიწადში ახალ სადგურს ჩაგახუტებთო. ერთი წელი გავიდა, ერთიც გავა და ვნახავთ, რა ახალი მეტროც გვექნება...

იმ სამთვიანი მინისტრობისას რა მოასწრო? ბევრი ფრენა, ისიც „ჩერეზ“ ბერლინი. ამის შესახებ ამბავი მერე გასკდა, როცა „კარუსელი დაატრიალეს“ და გარემოს მინისტრად გადასვეს. გადასვეს, მაგრამ ირმა ნადირაშვილმა არ მოასვენა, გაუბაზრა, რომ ეს ჩვენი ხოკრიშვილი, როცა კი აფრინდება, მუდამ ბერლინის გავლით მიფრინავს. მაშინაც კი, როცა თბილისიდან პირდაპირი რეისები მიდის იმ ქალაქებსა თუ ქვეყნებში. პირდაპირ რეისზე უარის თქმა და ბერლინის გავლით ფრენა რომ რეისს აძვირებს, ამას ყველა ხვდება და სწორედ ამიტომაც გვაღელვებს ჩვენ, გადასახადის გადამხდელებს, თორემ ისემც უქნია, დილა-საღამოს ბერლინში აფრენილა და პეკინში დაფრენილა. ის, რომ ბერლინის გავლით დაფრინავს, თავადაც ვერ უარყო, _ თურმე, ნუ იტყვით და: „ბერლინში იმიტომ მივდივარ, რომ იქ ვცხოვრობდი, იქ არის ჩემი ოჯახი და ყველა მივლინებაში, სადაც მე ვიყავი, სადაც ბერლინი არის ჩართული, ის თანხა არის ჩემი ჯიბიდან გადახდილი. ეს არის საჯარო ინფორმაცია, შემიძლია დეტალურად მოგაწოდოთ“.

გახდა გარემოს დაცვის მინისტრი და წინამორბედმა, თანამდებობიდან მოხსნილმა მინისტრმა, ხათუნა გოგალაძემ, ბრძანა, _ მე მჯერა, ბატონ გუჯას ისევე ეტკინება ეს სფერო, როგორც მე მტკიოდაო. თუ რამეა, გათვითცნობიერებაში დავეხმარებიო, _ წაჰკბინა წინამორბედმა ხოკრიშვილს. არცთუ უსაფუძვლოდ _ ხოკრიშვილს გარემოს დაცვასთან არანაირი შეხება არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ, ალბათ, მისმა ძმაკაცმა ნარმანიამ სხვაზე ადრე გაუმხილა, თბილისში რუსული კამპანიის გადმოკოპირებას და მილიონი ხის დარგვას აპირებდა. მოკლედ, თანამდებობაზე დანიშნეს კაცი, რომელსაც გარემოს დაცვასთან არანაირი შეხება არ აქვს _ არც განათლებით, არც სამუშაო გამოცდილებით. ბიძინამ ისე ქნა, რომ თავისი ზოოპარკის შეფი გვანატრებინა გარემოს დაცვის მინისტრად. ხათუნამ, _ ბატონ გუჯას ისევე ეტკინება ეს სფერო, როგორც მე მტკიოდაო და როგორ ეტკინა ხოკრიშვილს გარემოს დაცვა, ეს მალევე გამოჩნდა. მხარი აუბა პრემიერ ღარიბაშვილის ახალ ინიციატივას ნაგავთან დაკავშირებით და სექტემბერშივე დააანონსეს ახალი კამპანიის დაწყება: „ნუ დატოვებ ნარჩენებს, იზრუნე გარემოზე“. სადღაც ნოემბერში უკვე კლიპიც გვანახვეს, სადაც ცნობილი სახეებიც მონაწილეობდნენ. კამპანიის სლოგანი იყო: „ნაგვის გადაყრა მარტივია“, „ნაგვის ჩაყრა მარტივია“, დაანონსდა ახალი კანონმდებლობაც, ჯარიმების დაწესებაც და ბოლოს რა გაირკვა? _ რომ არც ჯარიმები ყოფილა ახალი და ეს კლიპებიც პლაგიატი იყო. დიახ, ბატონო, ჯარიმები ნაგვის დაყრაზე 2006 წლიდან ყოფილა შემოღებული, თან 200-ლარიანი, 2010 წელს ეს ჯარიმა 50 ლარამდე ჩამოუყვანიათ და დაუმატებიათ მანქანიდან ნაგვის გადმოყრაზე ჯარიმაც. სწორედ იმ ხანად გამოვიდა კლიპი თავად გოგა ხაჩიძის მონაწილეობით, სადაც სხვა არაერთი ცნობილი სახე მონაწილეობდა და იმ კლიპის სლოგანი იყო: „ნაგვის ჩაყრას ვირტუოზობა არ სჭირდება“. მოკლედ, მაშინ იყო „ნაგვის ჩაყრას ვირტუოზობა არ სჭირდება“, ახლა არის: „ნაგავის გადაყრა მარტივია“, „ნაგვის ჩაყრა ადვილია“...

ეს გასწავლეს პოტსდამის უნივერსიტეტში, ბატონო მინისტრო? გეთქვათ და მაგას ხომ გოგა ხაჩიძეც გასწავლიდა შინიდან გაუსვლელად?

თუმცა განათლების ბუღალტერ მინისტრ  სანიკიძეზე მეტი ნამდვილად იცის... მაგალითად, ის რომ, ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა არ არის, თუმცა ძალიან დაიბნა და აბრაკადაბრა პასუხი გასცა სხვა კითხვაზე. „17 მაისის“ კითხვაზე, _ წარმოუდგენია თუ არა ორი ქალისა და ორი კაცის ერთობა ოჯახად, ასე უპასუხა: „რატომ უნდა წარმოვიდგინო? სანამ მე არ მეხება, შემიძლია წარმოვიდგინო“. როგორც დიდი ილია იტყოდა, აგანგალა განგალა. ჯერ თქვა, რატომ უნდა წარმოვიდგინოო, მერე სანამ მე არ მეხება, შემიძლია წარმოვიდგინოო. მიდი და წარმოიდგინე, შეუძლია თუ არა წარმოიდგინოს...

საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქართულთან ცოტა მწყრალადაა. აგერ, ბატონო, ათონელზე რომ რეზიდენციას აშენებდნენ და ბოლოს რომ მარგველამ წიხლი უკრა, იმ შენობის თაობაზე ასეთი რამ ბრძანა: „თავიდან, უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, დაგეგმილი იყო, რომ პრეზიდენტი უნდა განთავსებულიყო“.

ქართულ ენაში „განთავსდა“, „განთავსებული“, „განთავსებულიყო“ რაიმე ოფისზე, შტაბზე, სკოლაზე, მოკლედ, დაწესებულებაზე ითქმის, ანუ უსულო საგნებზე და არავითარ შემთხვევაში _ ადამიანზე. ნუ, ახლა თუ ხოკრიშვილი მაამებლობის იმ ფაზაშია, რომ ივანიშვილისგან გარიყულ მარგველაშვილს ადამიანადაც აღარ მიიჩნევს, არ ვიცი... ან რაც მამამ _ ჩერმენმა პოტსდამში წაიღო, ქართული აღარ ეკერკება... მამას რომ ჩერმენი ჰქვია, ეს დეკლარაციიდან ხდება ცნობილი. დეკლარაცია ორჯერ აქვს შევსებულ-ჩაბარებული, 2013 წელს და 2014 წელს. ისევე როგორც მის ბიოგრაფიაში, აქაც კარგი დომხალია. თავად განსაჯეთ, 2013 წლის 16 ოქტომბერს ჩაბარებულ დეკლარაციაში დაკავებულ თანამდებობად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი უწერია. არადა, იგი ამ პოსტზე 2014 წლის 15 აპრილს დაინიშნა. რა იცოდა, 6 თვით ადრე რომ მინისტრი გახდებოდა? ელგუჯაა თუ ნოსტრადამუსი? რასთან გვაქვს საქმე? გვიან ჩააბარა დეკლარაცია, როცა უკვე მინისტრი იყო და ძველი რიცხვით გაუტარეს?

აღნიშნული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ჰყავს მამა ჩერმენი, შვილი დანიელი, მეუღლე ეკა შარაშიძე. მის სახელზე არანაირი ქონება არაა, უძრავ ქონებას ფლობს მხოლოდ მამამისი ჩერმენი _ თბილისში, ლეჩხუმის 4-ში 120 კვ.მ მიწას და 85 კვ.მ სახლს. ელგუჯას ქონება არ გააჩნია, არადა, წინა წელს, ანუ 2012 წელს, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტიდან 95 ათასი ლარი მიუღია შემოსავლად. რატომღაც, არ უთითებს 2012 წლის ბოლოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებულ შემოსავალს, არც ილიაუნიდან მიღებულ შემოსავალს, სადაც ის ლექციებს კითხულობდა. როგორც ჩანს, ეს დეკლარაცია მას, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორს, ჰქონდა ჩაბარებული. ფაქტია _ ან ის მიჰქარავს მწარედ, ან დეკლარაციების ბიურო, ან ორივე ერთად. 2014 წელს, უკვე როგორც გარემოს დაცვის მინისტრი, ისე აბარებს დეკლარაციას, მონაცემები თითქმის იგივეა, იცვლება მხოლოდ წლიური შემოსავალი: თუ 2012 წელს ექსპერტობით 95 ათასი იშოვა, 2013 წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 96 ათასი შეუვიდა. მუნიციპალური განვითარების რა მოგახსენოთ, მაგრამ წელიწადში 96 ათასი, ანუ თვეში 8 ათასი _ კაი გვარიანი „ინდივიდუალური განვითარებაა“...

 

 რეზო შატაკიშვილი

გაზეთი "ქრონიკა +"

 

Original frontnews.ge  Read.... 17 April, 2015 (14:04)
გარემოს დაცვის მინისტრის ტკივილები და იაღლიშები
garemos-dacvis-ministris-tkivilebi-da-iaghlishebi

ამ ხელისუფლებას, სხვა „სიკეთეებთან“ ერთად, ერთი ზნეც სჭირს, უეცრად ისეთს ვისმეს აღაზევებს სახელისუფლებო ვერტიკალზე, არათუ „გუგლი“ არ ცნობს და არ იგუგლება, იალბუზზე რომ ეშმაკები სხედან, იმათაც არაფერი უწყიან მათზე.

სწორედ ასეთი კაცი იცავს დღეს ჩვენს გარემოს. დიახ, ბატონო, გარემოს დაცვის მინისტრზე მოგახსენებთ.

კი, ახლა რაც უკვე ორი მინისტრის პოსტი აირტყა ალაგ-ალაგ მშვიდობაში, უკვე იგუგლება კიდეც, ისიც, ძირითადად, სამინისტროს გავრცელებული ნიუსებით და მწირი ბიოგრაფიით, რომელიც მთავრობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს საიტებზეა განთავსებული. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო და ახლა კი გარემოს დაცვის მინისტრია, მისი აქტივობაც ნულს ქვემოთაა და არც მედიით ჩანს. ასე განსაჯეთ, ზოგიერთ მედიასაშუალებას, (მაგალითად,news.ge -ს) წელს, 5 თებერვალს, ის ისევ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ეგონა, „ტაბულის“ საიტზე კი, ძიებას რომ აძლევ, მასზე მხოლოდ ერთ ნიუსს აგდებს, ისიც იმ ნიუსს, რომელიც იტყობინება, რომ დავით ნარმანიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ელგუჯა ხოკრიშვილი შეცვლის. ეს ამბავი კი შარშან მოხდა _ როცა დაბურულ ტყედ ქცევას ჰპირდებოდა „ნორაევიჩი“ დედათბილისს.

ბატონმა ღარიბაშვილმა მაშინ წარგვიდგინა კიდეც დიდის ამბით და ტრაბახით, რომ ხოკრიშვილი არის  ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ბიზნესისა და ეკონომიკის მაგისტრი. ისე გაერთო ტრაბახში ბატონი პრემიერი, „დაავიწყდა“, _ დოქტორის ხარისხი გულისხმობს, რომ იმ პირს მანამდე მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი. ისევე იგულისხმება როგორც ის, რომ ბატონ ხოკრიშვილს ოდესღაც ბაკალავრის ხარისხიც აქვს მიღებული და ისიც ეკონომიკაში. სამაგიეროდ, ბატონ პრემიერს არ დავიწყნია „ებლატავა“ იმით, რომ ყველა ეს ხარისხი და, საერთოდ, განათლება, ბატონ ხოკრიშვილს მიღებული აქვს გერმანიაში, პოტსდამის უნივერსიტეტში. ღარიბაშვილს არც ის დავიწყნია, რომ ხოკრიშვილი იყო სხვადასხვა პროექტის მმართველიც, არც ის, რომ კანადაშიც მუშაობდა და არც ის, რომ აქვს სამეცნიერო და პედაგოგიური გამოცდილება.

ერთი შეხედვით, ბატონ პრემიერს ტყუილი არც არაფერი უთქვამს, მაგრამ იმ კანადაში, კერძოდ ვანკუვერში, ხოკრიშვილი ერთი წელიც არ მუშაობდა (2010-2011 წლებში) პროგრამებისა და განათლების განვითარების პროფესიონალთა ჯგუფის კონსულტანტად. თან არ გაინტერესებთ, რა რეჟიმში? იმავე 2010-2011 წლებში ხოკრიშვილი პროექტის მმართველიც იყო ბერლინის უნივერსიტეტში, ექსპერტიც „GOPA კონსალტინგში“, და 2011 წელს იყო ექსპერტი აქ, ჩვენთანაც, ფონდ „ღია საზოგადოება _ საქართველოში“. რაც შეეხება პედაგოგიურ გამოცდილებას, როგორც საიტებზე განთავსებულ ბიოგრაფიებშია ასახული, იგი მხოლოდ 2012 წელს იყო ლექტორი ილიაუნში. ანუ ერთი წელიც არ უმუშავია პედაგოგად და ამას ეძახის ბატონი ღარიბაშვილი პედაგოგიურ გამოცდილებას? ან კანადაში მოღვაწეობას იმას ეძახის ადამიანი, პარალელურად ბერლინში და თბილისში რომ მუშაობს?

რაკი ხოკრიშვილის განათლებასა და სამუშაო გამოცდილებას შევეხეთ, ბარემ ეს საკითხი აქვე ამოვწუროთ. მთავრობის საიტზე და სამინისტროს საიტზე განთავსებული ბიოგრაფიის თანახმად, 1973 წელს დაბადებულმა ხოკრიშვილმა ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი პოტსდამის უნივერსიტეტში 2002 წელს მიიღო, ანუ 29 წლის ასაკში. ე. ი. მან პოტსდამის უნივერსიტეტს განათლების მისაღებად მიაშურა 1998 წელს 25 წლისამ. ბიოგრაფიაში არ ჩანს, აქვს თუ არა მას მანამდე განათლება მიღებული საქართველოში, ან სადმე? ამდენად, ძნელი გასარკვევია, რას აკეთებდა ასე სწავლა-განათლებას მოწყურებული კაცი 25 წლამდე? რასთან გვაქვს საქმე, რომელიმე ისეთი ქართული უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, რომლის დასახელება ახლა ერცხვინება, თუ ლომონოსოვთან გვაქვს საქმე, რომელიც გვიან ასაკში დაეწაფა განათლებას? მიდი და გაიგე. მისი ბიოგრაფია დუმს ამის თაობაზე. სამაგიეროდ, ბიოგრაფიიდან ირკვევა ის, რომ იგი 1999 წლიდან 2003 წლამდე იყო ასისტენტ-მკვლევარი პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრაზე. დიახ, ამით იწყება მისი სამუშაო გამოცდილება. რა გამოდის? _ 26 წლისამ დაიწყო მუშაობა? კი მაგრამ, მანამდე რას აკეთებდა? 25-26 წლამდე რომ არც არსად სწავლობდა და არც არსად მუშაობდა? ეძინა დათვივით? 2004 წელს უკვე მაგისტრის ხარისხი მიიღო ბიზნესსა და ეკონომიკაში. 2004 წლიდან პროექტის მმართველად დაუწყია მუშაობა პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრაზე და უმუშავია 2010 წლამდე. 2006 წელს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს ექსპერტიც ყოფილა. 2008 წელს დოქტორის ხარისხი მიიღო. განათლება მართლაც არაა ურიგო და დასავლეთშია მიღებული, მაგრამ მარტო ეს დასავლეთში მიღებული განათლება რომ არც პროგრესულობისა და არც არაფრის გარანტიას არ იძლევა, სხვა თუ არაფერი, თეა წულუკიანიდან გამომდინარეც ჩანს. დავუბრუნდეთ ხოკრიშვილის სამუშაო გამოცდილებას: 2010-2011 წლებში, როგორც უკვე ვთქვით, პროექტის მმართველი იყო ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში, ექსპერტი აქ „ფონდ ღია საზოგადოება _ საქართველოში“ და ექსპერტი იქ, გერმანიაში _ „GOPA კონსალტინგში“, და კონსულტანტი იქ, ღარიბაშვილის „ნაყვარება“ კანადაში.

2012 წელს ის არის ილიაუნის ლექტორი, „ღია საზოგადოების“ ექსპერტი და 2012 წელსვე ხდება  კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტის (CIESR) გამგეობის თავმჯდომარე... სწორედ ამ ინსტიტუტის ხსენებით იხსნება გორდიას კვანძი და ფარდა ეხდება ხოკრიშვილის ვარსკვლავის ბიძინა ივანიშვილის ცის კაბადონზე ამოელვარების საიდუმლოს.

საქმე ის გახლავთ, რომ ეს ინსტიტუტი 2008 წელს დააფუძნეს და 2009 წელს რეგისტრაციაში გაატარეს... ბატონმა დავით ნარმანიამ და ბატონმა ხოკრიშვილმა... ცხადია, კიდევ რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად. 2009 წლის იანვრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე ამ ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ სწორედ ნარმანია, 2012 წელს კი გამეგობის თავჯდომარე ხოკრიშვილი იყო. იგი დღემდე რჩება ამ ინსტიტუტის გამგეობის წევრად. თუ ხოკრიშვილისა და ნარმანიას ბიოგრაფიებს კარგად და პარალელურ რეჟიმში გადავხედავთ, იმასაც აღმოვაჩენთ, საიდან დაიწყო მათი მეგობრობა _ პოტსდამის უნივერსიტეტიდან, სადაც ნორაევიჩი სტაჟირებას გადიოდა, ხალხურად რომ ვთქვათ, ნარმანია ჩა-მოტარებით იყო, ხოკრიშვილი კი ჩა-დგმით.

2012 წლიდან ნარმანია ხელისუფლებაში წინაურდება _ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ხდება და თან მიჰყავს თავისი ძმობილი ხოკრიშვილი _ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად. შეგახსენებთ, რომ ამ ფონდის კოორდინებას სწორედ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

შემდეგ ზემოთ გადაწყვიტეს დაწინაურება მისისა აღმატებულებისა _ დავით ნორას ძისა და, თავის მხრივ, დავით ნორას ძემ გადაწყვიტა დაეწინაურებინა ძმადნაფიცი თვისი _ ხოკრიშვილი და სწორედ მან გაუწია რეკომენდაცია, ამჯერად უკვე მის შემცვლელად მინისტრის პოსტზე ხოკრიშვილს. თუმცა, როგორც მედია წერდა, ბატონ ხოკრიშვილს უწინ თავად ღარიბაშვილთან ჰქონია ტკბილი და მურაბა ურთიერთობა. მოკლედ, ასე თუ ისე, იგი გახდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ეს ამბავი 2014 წლის 14 აპრილიდან დაიწყო და ივლისში დასრულდა, ანუ სამი თვეც არ გასტანა. ესეც კიდევ მორიგი სენი არა მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლებისა, არამედ ქართული ხელისუფლებების, რომელსაც კი მოვესწარით. ასე იყო შევარდნაძის დროსაც, ასე იყო სააკაშვილის დროსაც, გაუთავებელი „კარუსელები“, რამდენიმეთვიანი მინისტრობა, მინისტრის ერთი პორტფელის ხელიდან გამოგლეჯა და სხვა პორტფელის შეჩეჩება, ასე იყო ადრეც, მაგრამ ახლა მთლად რეკორდებს ხსნიან. ხოკრიშვილი ზუსტად სამი თვე ბრძანდებოდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი! თუმცა ამ სამ თვეში ბევრი რამ მოასწრო, საქმე თუ არა, მაამებლობა მაინც. ასე მაგალითად, ღარიბაშვილთან ერთად ნატანები-შრომა-ურეკის 18-კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ერთმაც ბლომად „იბლატავა“ ამ გზის რეაბილიტაციით, მეორემაც, არც ერთს უთქვამს, მაინცდამაინც რატომ მოიგიჟიანეს თავი ამ გზის რეაბილიტაციაზე, მაგრამ რაც არ უნდა მალონ, რეალურ მიზეზს ვერ დამალავენ. ყველამ კარგად უწყის მათი ბატონის ინტერესები ურეკსა და ნატანებში... ამ პროექტის განხორციელება კი 2012-ის ოქტომბრის ბოლოს დაიწყო, ანუ მოვიდნენ თუ არა... ცოტა არ იყოს, სამარცხვინოა, შენს ბატონს რომ გზას უგებ ბიუჯეტის ხარჯზე და დამშეულ ხალხს რომ აყვედრი!!! აი, იმ ხალხს, რომელსაც შენ გარეშეც, მიშას ხელშიც, ყელში ჰქონდა ამოსული ასფალტის ჭამა... მაგრამ დახეთ ამათ უტიფრობას? სწორედ იქ, იმ გზის რეაბილიტაციაზე გამოვარდა ღარიბაშვილი, მოიღერა ყელი და დასჭექა, _ უგზოობა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდესო: „ძალიან მერიდება, რომ დღეს ისეთ ელემენტარულ საკითხებზე ვსაუბრობთ, როგორიც გზის მშენებლობაა. მე მირჩევნია, თქვენთვის მეხარებინა, რომ დღეს 5 საწარმო გავხსენით, თუმცა ამის დროც მალე მოვა. მძიმე მემკვიდრეობა გვერგო. თითქმის ყველა რაიონში პრობლემებია“, _ ამბობდა ღარიბაშვილი და ხოკრიშვილი თავს უკანტურებდა.

ღარიბაშვილის უტიფრობის კოეფიციენტის დადგენა მკითხველისთვის მიმინდია, აგრეთვე ხოკრიშვილისთვისაც, რომელმაც თავი გამოიდო და აამა იმ ბრძენ კაცს. იცით, როგორ? ვითომ საზოგადოებას ანგარიში წარუდგინა და იქვე თავისი ნაკეთები წინა ხელისუფლების ნაკეთებს შეადარა. არ გაინტერესებთ, რომელი წლის მაჩვენებელს? _ 2012 წლისას, როცა თვითონ მობრძანდნენ ხელისუფლებაში წლის ბოლოს. 2013 და 2014 წლების მონაცემები შეადარეს არა 2010, ან 2011 წელს, არამედ 2012 წლის ბოლო 2-3 თვეს მათ უნიათო ხელში. მათი მოტანილი და დაზღნერთებული ციფრები კი, ეჭვი მაქვს, ისეთივე სანდოა, როგორც იზორიას სტატისტიკა, _ კრიმინალის კლებას რომ გვაუწყებდა. ან რომელ წარმატებაზე და ტემპზე გველაპარაკება, როცა ამ სამინისტრომ ზუსტად იმ 2013-2014 წლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ჩააგდო? მეტისმეტად უტიფარი უნდა იყო, რომ სააკაშვილს ყველა-ყველა და ტემპში გაეჯიბრო.

იმ სამთვიანი მინისტრობისას მოასწრო და დაგვპირდა, რომ 2 წელიწადში ახალი მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ გვექნებოდა. არც იმის თქმა დაივიწყეს, სხვადასხვა პარტია მეტროსადგურის მშენებლობას პოლიტიკურ ჭრილში იყენებს და აცხადებს, რომ პროექტი შეჩერებულია, ეს ასე არაა, აგერ ტენდერს ვაცხადებთ და 2 წელიწადში ახალ სადგურს ჩაგახუტებთო. ერთი წელი გავიდა, ერთიც გავა და ვნახავთ, რა ახალი მეტროც გვექნება...

იმ სამთვიანი მინისტრობისას რა მოასწრო? ბევრი ფრენა, ისიც „ჩერეზ“ ბერლინი. ამის შესახებ ამბავი მერე გასკდა, როცა „კარუსელი დაატრიალეს“ და გარემოს მინისტრად გადასვეს. გადასვეს, მაგრამ ირმა ნადირაშვილმა არ მოასვენა, გაუბაზრა, რომ ეს ჩვენი ხოკრიშვილი, როცა კი აფრინდება, მუდამ ბერლინის გავლით მიფრინავს. მაშინაც კი, როცა თბილისიდან პირდაპირი რეისები მიდის იმ ქალაქებსა თუ ქვეყნებში. პირდაპირ რეისზე უარის თქმა და ბერლინის გავლით ფრენა რომ რეისს აძვირებს, ამას ყველა ხვდება და სწორედ ამიტომაც გვაღელვებს ჩვენ, გადასახადის გადამხდელებს, თორემ ისემც უქნია, დილა-საღამოს ბერლინში აფრენილა და პეკინში დაფრენილა. ის, რომ ბერლინის გავლით დაფრინავს, თავადაც ვერ უარყო, _ თურმე, ნუ იტყვით და: „ბერლინში იმიტომ მივდივარ, რომ იქ ვცხოვრობდი, იქ არის ჩემი ოჯახი და ყველა მივლინებაში, სადაც მე ვიყავი, სადაც ბერლინი არის ჩართული, ის თანხა არის ჩემი ჯიბიდან გადახდილი. ეს არის საჯარო ინფორმაცია, შემიძლია დეტალურად მოგაწოდოთ“.

გახდა გარემოს დაცვის მინისტრი და წინამორბედმა, თანამდებობიდან მოხსნილმა მინისტრმა, ხათუნა გოგალაძემ, ბრძანა, _ მე მჯერა, ბატონ გუჯას ისევე ეტკინება ეს სფერო, როგორც მე მტკიოდაო. თუ რამეა, გათვითცნობიერებაში დავეხმარებიო, _ წაჰკბინა წინამორბედმა ხოკრიშვილს. არცთუ უსაფუძვლოდ _ ხოკრიშვილს გარემოს დაცვასთან არანაირი შეხება არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ, ალბათ, მისმა ძმაკაცმა ნარმანიამ სხვაზე ადრე გაუმხილა, თბილისში რუსული კამპანიის გადმოკოპირებას და მილიონი ხის დარგვას აპირებდა. მოკლედ, თანამდებობაზე დანიშნეს კაცი, რომელსაც გარემოს დაცვასთან არანაირი შეხება არ აქვს _ არც განათლებით, არც სამუშაო გამოცდილებით. ბიძინამ ისე ქნა, რომ თავისი ზოოპარკის შეფი გვანატრებინა გარემოს დაცვის მინისტრად. ხათუნამ, _ ბატონ გუჯას ისევე ეტკინება ეს სფერო, როგორც მე მტკიოდაო და როგორ ეტკინა ხოკრიშვილს გარემოს დაცვა, ეს მალევე გამოჩნდა. მხარი აუბა პრემიერ ღარიბაშვილის ახალ ინიციატივას ნაგავთან დაკავშირებით და სექტემბერშივე დააანონსეს ახალი კამპანიის დაწყება: „ნუ დატოვებ ნარჩენებს, იზრუნე გარემოზე“. სადღაც ნოემბერში უკვე კლიპიც გვანახვეს, სადაც ცნობილი სახეებიც მონაწილეობდნენ. კამპანიის სლოგანი იყო: „ნაგვის გადაყრა მარტივია“, „ნაგვის ჩაყრა მარტივია“, დაანონსდა ახალი კანონმდებლობაც, ჯარიმების დაწესებაც და ბოლოს რა გაირკვა? _ რომ არც ჯარიმები ყოფილა ახალი და ეს კლიპებიც პლაგიატი იყო. დიახ, ბატონო, ჯარიმები ნაგვის დაყრაზე 2006 წლიდან ყოფილა შემოღებული, თან 200-ლარიანი, 2010 წელს ეს ჯარიმა 50 ლარამდე ჩამოუყვანიათ და დაუმატებიათ მანქანიდან ნაგვის გადმოყრაზე ჯარიმაც. სწორედ იმ ხანად გამოვიდა კლიპი თავად გოგა ხაჩიძის მონაწილეობით, სადაც სხვა არაერთი ცნობილი სახე მონაწილეობდა და იმ კლიპის სლოგანი იყო: „ნაგვის ჩაყრას ვირტუოზობა არ სჭირდება“. მოკლედ, მაშინ იყო „ნაგვის ჩაყრას ვირტუოზობა არ სჭირდება“, ახლა არის: „ნაგავის გადაყრა მარტივია“, „ნაგვის ჩაყრა ადვილია“...

ეს გასწავლეს პოტსდამის უნივერსიტეტში, ბატონო მინისტრო? გეთქვათ და მაგას ხომ გოგა ხაჩიძეც გასწავლიდა შინიდან გაუსვლელად?

თუმცა განათლების ბუღალტერ მინისტრ  სანიკიძეზე მეტი ნამდვილად იცის... მაგალითად, ის რომ, ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა არ არის, თუმცა ძალიან დაიბნა და აბრაკადაბრა პასუხი გასცა სხვა კითხვაზე. „17 მაისის“ კითხვაზე, _ წარმოუდგენია თუ არა ორი ქალისა და ორი კაცის ერთობა ოჯახად, ასე უპასუხა: „რატომ უნდა წარმოვიდგინო? სანამ მე არ მეხება, შემიძლია წარმოვიდგინო“. როგორც დიდი ილია იტყოდა, აგანგალა განგალა. ჯერ თქვა, რატომ უნდა წარმოვიდგინოო, მერე სანამ მე არ მეხება, შემიძლია წარმოვიდგინოო. მიდი და წარმოიდგინე, შეუძლია თუ არა წარმოიდგინოს...

საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქართულთან ცოტა მწყრალადაა. აგერ, ბატონო, ათონელზე რომ რეზიდენციას აშენებდნენ და ბოლოს რომ მარგველამ წიხლი უკრა, იმ შენობის თაობაზე ასეთი რამ ბრძანა: „თავიდან, უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, დაგეგმილი იყო, რომ პრეზიდენტი უნდა განთავსებულიყო“.

ქართულ ენაში „განთავსდა“, „განთავსებული“, „განთავსებულიყო“ რაიმე ოფისზე, შტაბზე, სკოლაზე, მოკლედ, დაწესებულებაზე ითქმის, ანუ უსულო საგნებზე და არავითარ შემთხვევაში _ ადამიანზე. ნუ, ახლა თუ ხოკრიშვილი მაამებლობის იმ ფაზაშია, რომ ივანიშვილისგან გარიყულ მარგველაშვილს ადამიანადაც აღარ მიიჩნევს, არ ვიცი... ან რაც მამამ _ ჩერმენმა პოტსდამში წაიღო, ქართული აღარ ეკერკება... მამას რომ ჩერმენი ჰქვია, ეს დეკლარაციიდან ხდება ცნობილი. დეკლარაცია ორჯერ აქვს შევსებულ-ჩაბარებული, 2013 წელს და 2014 წელს. ისევე როგორც მის ბიოგრაფიაში, აქაც კარგი დომხალია. თავად განსაჯეთ, 2013 წლის 16 ოქტომბერს ჩაბარებულ დეკლარაციაში დაკავებულ თანამდებობად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი უწერია. არადა, იგი ამ პოსტზე 2014 წლის 15 აპრილს დაინიშნა. რა იცოდა, 6 თვით ადრე რომ მინისტრი გახდებოდა? ელგუჯაა თუ ნოსტრადამუსი? რასთან გვაქვს საქმე? გვიან ჩააბარა დეკლარაცია, როცა უკვე მინისტრი იყო და ძველი რიცხვით გაუტარეს?

აღნიშნული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ჰყავს მამა ჩერმენი, შვილი დანიელი, მეუღლე ეკა შარაშიძე. მის სახელზე არანაირი ქონება არაა, უძრავ ქონებას ფლობს მხოლოდ მამამისი ჩერმენი _ თბილისში, ლეჩხუმის 4-ში 120 კვ.მ მიწას და 85 კვ.მ სახლს. ელგუჯას ქონება არ გააჩნია, არადა, წინა წელს, ანუ 2012 წელს, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტიდან 95 ათასი ლარი მიუღია შემოსავლად. რატომღაც, არ უთითებს 2012 წლის ბოლოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებულ შემოსავალს, არც ილიაუნიდან მიღებულ შემოსავალს, სადაც ის ლექციებს კითხულობდა. როგორც ჩანს, ეს დეკლარაცია მას, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორს, ჰქონდა ჩაბარებული. ფაქტია _ ან ის მიჰქარავს მწარედ, ან დეკლარაციების ბიურო, ან ორივე ერთად. 2014 წელს, უკვე როგორც გარემოს დაცვის მინისტრი, ისე აბარებს დეკლარაციას, მონაცემები თითქმის იგივეა, იცვლება მხოლოდ წლიური შემოსავალი: თუ 2012 წელს ექსპერტობით 95 ათასი იშოვა, 2013 წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 96 ათასი შეუვიდა. მუნიციპალური განვითარების რა მოგახსენოთ, მაგრამ წელიწადში 96 ათასი, ანუ თვეში 8 ათასი _ კაი გვარიანი „ინდივიდუალური განვითარებაა“...

 

 რეზო შატაკიშვილი

გაზეთი "ქრონიკა +"

 

Original interpressnews.ge  Read.... 17 April, 2015 (14:02)
დიმიტრი ხუნდაძე მედპერსონალის შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით შსს-ს მიმართავს
dimitri-khundadze-medpersonalis-sheurackhkhofis-faqtebtan-dakavshirebit-shss-s-mimartavs სასწრაფო სამედიცინო მედპერსონალზე ძალადობისა და შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.დეპუტატი დამნაშავეთა მკაცრად დასჯას ითხოვს. "მოძალადე, რომელიც მედპერსონალზე ხელს აღმართავს, არღვევს არა მხოლოდ მათ უფლებებს, არამედ საფრთხეში აგდებს იმ პაციენტების სიცოცხლესაც, რომელთა დასახმარებლად მიემართება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია ჩვენთვის, მაგრამ განსაკუთრებულ კითხვებს ბადებს მედპერსონალზე განხორციელებული ძალადობა, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში ადამიანის სიცოცხლის გადასრჩენად იღწვიან. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები და შეწყდეს მედპერსონალზე ძალადობისა და შეურაცხყოფის ფაქტები. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მკაცრ კონტროლზე აიყვანს ამ საკითხს და მაქსიმალურად დაიცავს ჩვენი კოლეგების უფლებებს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
Original interpressnews.ge  Read.... 17 April, 2015 (14:01)
ირაკლი ჩიქოვანი და დავით ონოფრიშვილი აშშ-ში იმყოფებიან
irakli-chiqovani-da-davit-onofrishvili-ashsh-shi-imkhofebian აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან პარტია "თავისუფალი დემოკრატების" საპარლამენტო ფრაქციის თავჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი და აშშ-სთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი. "თავისუფალი დემოკრატების" ცნობით, ვაშინგტონში გაიმართა შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში - სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილესთან ერიკ რუბინთან, კონგრესმენებთან პატ ტიბერისთან და პიტერ როსკამთან, სადაც განხილულ იქნა საქართველოში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების და აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების საკითხები. ირაკლი ჩიქოვანმა და დავით ონოფრიშვილმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ შეკრებაში.
Original liberali.ge  Read.... 17 April, 2015 (14:01)
პრემიერი: საამაყოა, მე-4 სახელმწიფო ვართ, სადაც შშმ პირები SMS და ვიდეოზარით სარგებლობენ
premieri-saamakhoa-me-4-sakhelmtsifo-vart-sadac-shshm-pirebi-sms-da-videozarit-sargebloben

სახელმწიფო უწყებები აქტიურად მუშაობენ იმ გამოწვევების დასაძლევად, რომლებიც დღეს აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 27 მარტიდან სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული პირებისთვის SMS და ვიდეოზარის 24-საათიანი უფასო სერვისი ამოქმედდა. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, აღნიშნული პირებისთვის SMS სერვისი დანერგილია 18 ქვეყანაში, ვიდეოზარის სერვისი მოქმედებს 6 ქვეყანაში, ხოლო ორივე სერვისი - მხოლოდ 3 ევროპულ სახელმწიფოში (ჩეხეთი, მალტა და საფრანგეთი).

„საამაყოა, რომ საქართველო მსოფლიოს მასშტაბით მე-4 სახელმწიფოა, სადაც შშმ პირებს ორივე სერვისით სარგებლობა შეუძლიათ. ეს არის პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით დიდ წარმატებებს მივაღწევთ და საქართველოში თითოეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლება იქნება სრულად დაცული და რეალიზებული“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, ხელისუფლებას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ კიდევ ბევრი პრობლემა რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულფასოვანი სოციალური ინტეგრაციისთვის და ამ მხრივ არსებული ბარიერების დასაძლევად.

 

Original liberali.ge  Read.... 17 April, 2015 (14:01) 1
ფოტო►„პარტიზანი მებაღეების“ პროტესტი: დაყლორტილი ხე ვერ იქნება ზეხმელი
foto%e2%96%bapartizani-mebagheebis-protesti-dakhlortili-khe-ver-iqneba-zekhmeli

„პარტიზანი მებაღეები" მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მერიის გამწვანების სამსახურის მიერ 6 ხის მოჭრაზე გაცემულ ნებართვას აპროტესტებენ.

ნებართვაში აღნიშნულია, რომ ხეები ზეხმელია და მოჭრას ამიტომაც ექვემდებარება, თუმცა „პარტიზანი მებაღეები" ამბობენ, რომ ხეებს ვიზუალური დათვალიერებითაც ეტყობა, რომ ჯანმრთელია. „დაყლორტილი ხე ვერ იქნება ზეხმელი. დოკუმენტში ისიც კი არ წერია, მივიდა თუ არა სპეციალისტი ხეების შესამოწმებლად, ამასთან, არ არის დაკონკრეტებული რომელი ხე უნდა მოიჭრას" - ამბობს „პარტიზანი მებაღე" მარიამ ყანჩაველი.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის თანამშრომელმა მალხაზ ასლამაზაშვილმა „ლიბერალს" უთხრა, რომ ხეები გამვლელებს საფრთხეს უქმნის, ამიტომაც სასახლის დირექტორმა მერიის გამწვანების სამსახურს მიმართა.

„ეს ხეები ხმელია. მათზე სუროა ასული და მწვანე ამიტომ ჩანს, თუმცა გამხმარია. ეს ტოტები საშიშია, შეიძლება ჩამოვარდეს და ვინმეს დაეცეს. აქ ბავშვები არიან. ასეთი შემთხვევა ორი წლის წინ მოხდა. ხე გადაწოლილია და შიგნით გამოფიტული. რესტორნის ასაშენებლად ხომ არ ვჭრით? ნაწილი მოსუფთავდება, ხოლო რაც საჭიროა, ის დარჩება. 21-ში აქციას ვგეგმავთ - ბავშვები ხეებს დარგავენ" - ამბობს ასლამაზაშვილი. 

მედიის გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი 6 ხის მოჭრაზე ნებართვის გაცემას ადასტურებს. მისი თქმით, შესაბამისმა სამსახურმა ხეები დაათვალიერა და დაასკვნა, რომ ისინი ზეხმელია, ხოლო „პარტიზანი მებაღეების" მოსაზრებები არაკომპეტენტურია.

„მათი შეხედულებებით ვერ ვიხელმძღვანელებ. ამბობენ, ხეები გაკვირტულიაო, თუმცა მათზე სუროა ასული, რომელსაც მწვანე ფოთლები აქვს. ეს ხეები ადამიანებისთვის საფრთხეს ქმნის. შეიძლება რომელიმე გაკვირტული იყოს, არ იყოს ზეხმელი, თუმცა იყოს ავარიული. ჩვენ ბაღს ვაკეთებთ, რომელიც ამ ბაღზე უკეთესი იქნება" - უთხრა „ლიბერალს" ბიძინა გიორგობიანმა.

Original for.ge  Read.... 17 April, 2015 (13:15)
ერთი დოლარი 2.2535 ლარი გახდა
erti-dolari-2-2535-lari-gakhda ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2535 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან, 18 აპრილიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2535 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2511 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0024 ლარი შეადგინა.საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან, 18 აპრილიდან ერთი ევროს შეძენა 2.4390 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.4134 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0256 ლარი შეადგინა.
Original frontnews.ge  Read.... 17 April, 2015 (13:13)
ინაშვილის თქმით, მოსალოდნელია 3-4 მკვლელობა, რომელთა შორის შესაძლოა, „ნაცმოძრაობის“ სახეც იყოს
inashvilis-tqmit-mosalodnelia-3-4-mkvleloba-romelta-shoris-shesadzloa-nacmodzraobis-sakhec-ikhos

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ქვეყანაში მოსალოდნელი მკვლელობების შესახებ კიდევ ერთხელ საუბრობს და აცხადებს, რომ მკვლელობები და ტერაქტები კიევიდან იგეგმება, სადაც მისივე თქმით, „სააკაშვილის და ადეიშვილის ბუდეა“. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ინაშვილმა „ქრონიკა+“სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„როცა ტერაქტები ხდება, ამას სერიალის სახე აქვს და ერთი ან ორი მკვლელობით არ მთავრდება. ეს ლოგიკურად გრძელდენა, შესაბამისად, სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზით ვაცხადებ, რომ კიდევ 3-4 მკვლელობაა მოსალოდნელი, თუ ამას სახელმწიფო არ შეაჩერებს და არ აღკვეთს“, - აცხადებს ინაშვილი.

მისი ინფორმაციით, ეს არ იქნება „ნაცმოძრაობასთან“ დაპირისპირებულ ადამიანთა კატეგორია.

„შეიძლება ერთ-ერთი იყოს „ნაცმოძრაობის“ ცნობილი სახე, გამოძიებასაც რომ კვალი დაუბნიონ და საზოგადოებაც შეცდომაში შეიყვანონ. როცა განვაცხადე, რომ მოსალოდნელია 3-4 კაცის მკვლელობა, მეორე დღესვე იყო მუქარა ჩვენი გუნდის ერთ-ერთ წევრზე, ემზარ კვიციანზე, რომელსაც პირდაპირ გაქრობით დაემუქრა „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული სნაიპერი, ერთ-ერთი სამხედრო პირი“, - აღნიშნავს ინაშვილი.

მისი თქმით, ეს ყველაფერი სააკაშვილ-ადეიშვილის დაჯგუფებასთან, მათ ზრახვებთან და მიზნესბთან არის კავშირში. 

 

Original for.ge  Read.... 17 April, 2015 (13:03)
პროკურორი გიგი უგულავას ადვოკატებს სასამართლო პროცესის მიზანმიმართულ გაჭიანურებაში ადანაშაულებს
prokurori-gigi-ugulavas-advokatebs-sasamartlo-procesis-mizanmimartul-gatshianurebashi-adanashaulebs პროკურორი გიგა ძნელაძე გიგი უგულავას ადვოკატებს სასამართლო პროცესის მიზანმიმართულ გაჭიანურებაში ადანაშაულებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თბილსერვისჯგუფისა" და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმის პროკურორმა განუცხადა, დაცვის მხარეს პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების ტაქტიკა აქვს არჩეული."ბრალდების მხარემ დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა, მიმდინარეობს დაცვის მხარის მტკიცებულებების კვლევა, დაცვის მხარეს არჩეული აქვს პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების ტაქტიკა, ჩვენ მათი მტკიცებულებები უდავოდ გავხადეთ, თვითონ კი, ხდიან სადავოდ. იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარეს დასაკითხ პირთა სიაში რამდენიმე ასეული მოწმე ჰყავს მითითებული, ყველა პროცესზე მოჰყავთ ერთი მოწმე, მაშინ როდესაც სასამართლო წინასწარ განგვისაზღვრავს დროს და გვაძლევს შესაძლებლობას რომ საკმაო მოცულობის მტკიცებულების გამოკვლევა მოხდეს პროცესზე", - განაცხადა გიგა ძნელაძემ დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ.მისი თქმით, ისევე როგორც წინა სხდომაზე, დღესაც დაცვის მხარემ მხოლოდ ერთი მოწმე წარმოადგინა.პროკურორი ვარაუდობს, რომ მომავალ პროცესზეც, რომელიც 28 აპრილს არის დანიშნული, ადვოკატები დასაკითხად ერთ მოწმეს წარმოადგენენ. 
Original interpressnews.ge  Read.... 17 April, 2015 (13:02)
2007-2013 წლებში ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობის შეფასების ანგარიშის განხილვა-სემინარი გაიმართა
2007-2013-tslebshi-evrokavshiris-saqartvelostan-tanamshromlobis-shefasebis-angarishis-gankhilva-seminari-gaimarta სასტუმროში "ქორთიარდ მარიოტი" დღეს 2007-2013 წლებში ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობის შეფასების ანგარიშის პირველადი ვერსიის განხილვა-სემინარი გაიმართა. სემინარი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ მარიამ რაქვიაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა გახსნეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეფასების ანგარიში ევროკავშირის დამოუკიდებელმა ექსპერტებმა დარგობრივ სამინისტროებთან კონსულტაციის საფუძველზე მოამზადეს, რომელიც სისხლის სამართლის, საჯარო ფინანსების მართვის, სოფლის მეურნეობის და რეგიონალური განვითარების, სამოქალაქო საზოგადოების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სფეროებს მოიცავს. 2007-2013 წლებში ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობის (მოიცავს თანამშრომლობის 7 წლიან პერიოდს) შეფასების მისია გასული წლის აპრილიდან ევროკომისიის ინიციატივით მუშაობს. შეფასების პროცესში ჩართულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის დახმარებების კოორდინაციის დეპარტამენტი.
Original interpressnews.ge  Read.... 17 April, 2015 (13:01)
საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობითი ოფისი გაიხსნება
saqartveloshi-evropis-sainvesticio-bankis-tsarmomadgenlobiti-ofisi-gaikhsneba პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა "საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობის ოფისისთვის პრივილეგიების და იმუნიტეტების მინიჭების შესახებ" შეთანხმება განიხილა. სარატიფიკაციო დოკუმენტი პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა. შეთანხმებით, საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობითი ოფისის დაარსებაა გათვალისწინებული, რომელიც ბანკის საქმიანობას როგორც საქართველოში, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანშიც უზრუნველყოფს. შეთანხმების თანახმად, ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობითი ოფისისთვის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მინიჭებაა გათვალისწინებული. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, აღნიშნული შეთანხმების გაფორმება საქართველოს საფინანსო-ეკონომიკური თვალსაზრისით დადებით შედეგს მოუტანს. ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობითი ოფისი მიმდინარე წლის 30 აპრილს გაიხსნება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა.
Original liberali.ge  Read.... 17 April, 2015 (13:01)
ფოტო ► „მწვანე მუშტი“ პრემიერს - საზოგადოებამ განსაზღვროს, ვინ არის ჩვენში დივერსანტი
foto-%e2%96%ba-mtsvane-mushti-premiers-sazogadoebam-gansazghvros-vin-aris-chvenshi-diversanti

სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წევრებმა მთავრობის კანცელარიის შენობის წინ აქცია მოაწყვეს.

ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელშიც პრემიერმა კომპანია RMG GOld-ის მოწინააღმდეგეთა მოქმედებას დივერსია უწოდა. აქტივისტებმა კანცელარიაში პრემიერის სახელზე საპასუხო წერილი შეიტანეს.

„მწვანე მუშტის" წევრი ლევან ლორთქიფანიძე ამბობს, რომ „სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფს, რომელიც რამდენიმე წელია, კანონის დაცვით სამართლიანობისთვის იბრძვის, არ შეიძლება დივერსანტი უწოდო".

„მწვანე მუშტი“ მემარცხენე ეკოლოგიური მოძრაობაა, რომლის მიზანიც სოციალური და ეკოლოგიური სამართლიანობის დაცვაა. პრემიერისთვის ჩვენ დივერსანტები გამოვდივართ, რადგან ამ სამართლიანობას ვიცავთ. ამ ქვეყანაში ყველაფერს კერძო მესაკუთრეთა მცირე ჯგუფი განსაზღვრავს. პრემიერი მათ მხარესაა და ვინც მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება, მისთვის ყველა დივერსანტია", - ამბობს ლევან ლორთქიფანიძე.

 გთავაზობთ „მწვანე მუშტის“ მიერ პრემიერისთვის გაგზავნილ მიმართვას:

„დივერსანტის პასუხი სახელმწიფოს!
„არა თუ დრონი, არა თუ მეფენი, არამედ შიში მეფობს“ 
Sf-x

ჩვენ დივერსანტები კი გეტყვით: ამ ქვეყანაში წინააღმდეგობა მეფობს და ეს წინააღმდეგობა მალე გამწვანდება, მოედება ყველაფერს და წერტილს დაუსვამს სოციალურ უსამართლობას. ამ წინააღმდეგობას სახელმწიფოს სახე, პრემიერ-მინისტრი, ვინმე ი.ღ. უწოდებს დივერსიას. ის სთხოვს საგამოძიებო და ძალოვან სტრუქტურებს, რეაგირება მოახდინონ ამ დივერსიაზე, რაც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა და ძალადობა. დიახ, ძალადობაა თავისუფალ აზრსა და წინააღმდეგობაზე, რომელიც მის მიერვე გამეფებულ უსამართლობის წიაღში იშვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისთვის. ამას ადრეც აკეთებდნენ, მაგრამ დღეს ამას ი.ღ აკეთებს. მან ამ ქმედებით სახელმწიფო მანქანას ძალადობის სული ჩაჰბერა ისევე, როგორც მისმა წინამორბედებმა.

წინააღმდეგობას, რომელიც არსებობს ჩვენში დივერსიას უწოდებს იმ ქვეყნის მმართველი რომელშიც: გამეფებულია ნეოლიბერალური აგრესიული პრივატიზაციის პოლიტიკა; ბიზნესელიტას მონოპოლიზირებული აქვს ყველა სფერო; ბიზნესის დაბეგრვა მინიმუმამდეა დაყვანილი; ინვესტორ-სახელმწიფოს კორუფციული გარიგებების ფონზე მოსახლეობის 15% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება; 250 000 ბავშვი მშიერია; თავად ი.ღ. ჩვენ დივერსანტებს გვადანაშაულებს "3000" ადამიანისთვის სამსახურის დაკარგვაში, არ არსებობს შრომის ნორმალური კოდექსი, არ არსებობს შრომითი ინსპექცია, საწარმოო ტრავმით კი ბოლო 10 თვეში დაიღუპა 46, ხოლო დასახიჩრდა 61ადამიანი; საწარმოთა აბსოლუტური უმრავლესობა სასტიკად აბინძურებს გარემოს; ყოვლად გაუაზრებლად დაგეგმილი 150-მდე ჰესის მშენებლობა გარემოს დაცვითი მახინჯი კოდექსის საფუძველზე ეკო-სოციალური და ეკონომიკური კატასტოროფის წინაშე აყენებს ქვეყანას; ჯანდაცვის სისტემა დღემდე წინა ხელისუფლების დროს დამყარებული მონოპოლიური წესრიგის მსხვერპლია; მსხვილი კორპორაციები დღემდე არ ასრულებენ გაფიცვის შედეგად დადებულ შეთანხმებებს, არ არსებობს სახელფასო მინიმუმი; პროფკავშირები ზეწოლის ქვეშაა; სოფლის მეურნეობა კატასტროფის ზღვარზეა; ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია; კრიმინალი ნორმად იქცა; არც ერთი უმცირესობა და სუსტი ჯგუფი დაცული არ არის კანონის ძალით; განათლება და მეცნიერება ფაქტობრივად დაფინანსების გარეშეა; სტუდენტების უმრავლესობას დავალიანების გამო შეჩერებული აქვს სტატუსი; უსახლკაროების რაოდენობა კატასტროფულად იმატებს; ურბანული უსივრცობა გუდავს ქალაქებს; მილიონები იხარჯება პრემიებსა და ღრეობებში; ელემენტარული დემოკრატიული პროცესები, როგორც წინამორბედი ხელისუფლებისას, დღესაც ფეხქვეშ არის გათელილი; კულტურული მემკვიდრეობა სავალალო მდგომარეობაშია და დიახ, საყდრისი ამ უსამართლობის შესანიშნავი მაგალითია.

დიახ, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჩვენს მოძრაობას დივერსიად აფასებს - აპარტიულ სტუდენტურ მოძრაობას, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ დაფინანსებას; მოძრაობას, რომელიც ისევე აკრიტიკებს წინა ხელისუფლებას, როგორც დღევანდელს; მოძრაობას, რომელიც იბრძვის მდგრადი ეკონომიკური განვითარების, სოციალური, გარემოს დაცვითი და კულტურული სამართლიანობისთვის.

დიახ, ჩვენ დივერსანტები ვართ - წინაღობა იმ ადამიანთათვის, ვინც სოციალურ დისკრიმინაციასა და ჩაგვრას აკანონებს ქვეყანაში, წინააღმდეგობა ვართ მათთვის, ვინც ადამიანებს უზღუდავს სიცოცხლის უფლებას, ჯანმრთელ გარემოში სიცოცხლის უფლებას, კულტურული განვითარების უფლებას, და საერთოდ კონსტიტუციას იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ; მათთვის, ვინც ხელმძღვანელობს არა იმ პრინციპებით, რომლებისთვისაც კანონები შეიქმნა, არამედ ხელმძღვანელობს კანონებით ამ პრინციპების წინააღმდეგ. ეს ადამიანი ხართ თქვენ ბატონო ი.ღ. (ბ.ი)

ძალაუფლება და რესურსები ეკუთვნის ხალხს და არა ბიზნეს და ჩინოვნიკ ელიტებს!

და როდესაც კანონით არ არის ადამიანის უფლებები დაცული, მაშინ სახელმწიფოც არ არის დაცული ლეგიტიმური წინააღმდეგობისგან!

ახლა განსაზღვროს საზოგადოებამ - ვინ არის ჩვენში დივერსანტი?!

„მწვანე მუშტი“

Original liberali.ge  Read.... 17 April, 2015 (13:01)
რას გეგმავს საქართველოს მთავრობა ISIS –ის მსხვერპლთა დასახმარებლად
ras-gegmavs-saqartvelos-mtavroba-isis-is-mskhverplta-dasakhmareblad

გუშინ ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში დაზარალებული ასურელების დახმარების საკითხზე მსჯელობა გაიმართა. მასში სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძე, ასურელთა ეროვნული კონგრესის პრეზიდენტი დავით ადამოვი და სოფ. ქანდაში არსებული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი მამა სერაფიმე  მონაწილეობდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ მინისტრმა განაცხადა, მან მამა სერაფიმესგან შეიტყო, რომ ხუთასამდე ოჯახი ასურელი ბავშვების მისაღებად სურვილს გამოთქვამს. შესაბამისად, საქართველო კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად მუშაობას დაიწყებს.

 დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატაში ამბობენ, რომ შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და კონკრეტულ გეგმებზე ჯერ საუბარი არ ყოფილა: “ჯერ მხოლოდ არსებობს ინფორმაცია და სურვილი, რომ რაღაც გაკეთდეს“.

 რაც შეეხება ხუთასამდე ოჯახის მზადყოფნას, იშვილოს ასურელი ბავშები, ასურელთა  ეროვნული კონგრესის პრეზიდენტის დავით ადამოვის თქმით, შეხვედრაზე კონკრეტულად  შვილად აყვანის საკითხზე საუბარი არ ყოფილა: „გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. შეხვედრაზე  მამა სერაფიმემ მხოლოდ ის თქვა, რომ ურეკავენ ადამიანები, მოდიან მასთან და გამოთქვამენ სურვილს, მიიღონ ასურელი ბავშვები და ასეთი ხუთასამდე ოჯახი შეძლება იყოსო“.

დავით ადამოვი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ორ საკითხზე მიდის საუბარი. პირველი, ეს არის ასურელი ბავშვების დროებით ჩამოყვანა, როგორც ეს მოხდა უკრაინელი ბავშვების შემთხვევაში. და მეორე, გარკვეული კვოტის დაშვება, რომ რამდენიმე ოჯახი საქართველოში ჩამოვიდეს და დასახლდეს.

 „ეს არ იქნება ლტოლვილების ნაკადი, არამედ გარკვეული კვოტა, რომ ჩამოვიყვანოთ 50 ან 100 ოჯახი და დავასახლოთ. გუშინ მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი ამ ორ საკითხს ეხებოდა. ალბათ მომავალ კვირას ისევ შევხვდებით და უფრო კონკრეტულ გეგმაზე ვისაუბრებთ.  ჩვენთანაც იყო რამდენიმე ზარი, ძირითადად ასურელებისგან. გუშინ დამირეკა რამდენიმე ოჯახმა და მითხრა  ბავშვებს შევიფარებთო“, - ამბობს დავით ადამოვი „ლიბერალთან“ საუბარისას.

 დავით ადამოვის თქმით, სპეციალური სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც  სირიიდან და ერაყიდან დაზარალებულების პრობლემებს განიხილავს, მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე, ასურელთა ეროვნული კონგრესი და შესაძლოა, კიდევ რამდენიმე სამინისტრო ჩაერთოს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ასურელი ქრისტიანების დასახმარებლად საქართველოს მთავრობა კონკრეტული გეგმის მომზადებას იწყებს. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების  მინისტრის სოზარ სუბარის თქმით, სირიიდან და ერაყიდან  შემოსულთათვის თავშესაფრის მოთხოვნის მიღების წესები გამარტივდება.

 ასირიელი ქრისტიანების მხარდასაჭერად კვირას, 5 საათზე, პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართება. აქციის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელით გავრცელდა. აქ მას 31 ათასამდე ადამიანი შეუერთდა.

 14 აპრილს სოციალური ქსელით პეტიციაც გავრცელდა. პეტიციის ხელმომწერები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ  შეიფარონ ასირიელი ოჯახები.

 სამოქალაქო ომი სირიაში 2011 წლიდან მიმდინარეობს. გაეროს ოფიციალური მონაცემებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა.  ამ პერიოდში 8 ათასზე მეტი მოზარდი და ბავშვი გარდაიცვალა. გასულ წელს ისლამური ტერორისტული დაჯგუფება ISIS შეიქმნა, რომელმაც სირიასა და ერაყში მოსახლეობის მასობრივი დევნა დაიწყო.

 

 

Original liberali.ge  Read.... 17 April, 2015 (13:01)
Turkish Airlines-ის თვითმფრინავი ბორტზე ბომბის არსებობის საფრთხის გამო დაეშვა
turkish-airlines-is-tvitmfrinavi-bortze-bombis-arsebobis-safrtkhis-gamo-daeshva

თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლიდან ბაზელის მიმართულებით მიფრინავდა, ბორტზე ბომბის არსებობის საფრთხის გამო საგანგებო რეჟიმში ისევ სტამბოლის ათათურქის  აეროპორტში დასვეს.

ავიალაინერს, რეისით TK1923, რომლითაც 151 ადამიანი მიფრინავდა, სტამბოლში უსაფრთხო დაფრენის შემდეგ გაჩხრეკენ.

თურქეთის ავიახაზებში განმარტავენ, რომ მსგავს ვითარებაში ეს სტანდარტული პროცედურაა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო თვის განმავლობაში თურქეთის ავიახაზებზე უკვე მესამე მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა.

30 მარტს Turkish Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლიდან სან პაულოში მიფრინავდა, საგანგებო ვითარების გამო, კასაბლანკაში დაეშვა. თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 250 ადამიანი იმყოფებოდა, კურსი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ტუალეტში ბარათი აღმოაჩინეს, რომელზეც სიტყვა „ბომბი“ ეწერა.

მანამდე კი, ამავე ავიახაზების თვითმფრინავი, რეისით სტამბოლი-ტოკიო, აფრენიდან მალევე დაეშვა. დაშვების მიზეზი ტუალეტის კარზე არსებული წარწერა C4 Cargo გახდა, თუმცა თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩდა. 

 

წყარო: Hürriyet Daily News

Original for.ge  Read.... 17 April, 2015 (12:52)
გიორგი ტყემალაძე "ქართუს" მიერ 10 მილიონის გამოყოფასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
giorgi-tkhemaladze-qartus-mier-10-milionis-gamokhofastan-dakavshirebit-ganmartebas-aketebs თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ის 10 მილიონი ლარი, რომელსაც ფონდი "ქართუ" გამოყოფს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბიუჯეტში, თავიდანვე საჭირო იყო.როგორც ტყემალაძემ განაცხადა, თბილისის მერია აწარმოებდა მოლაპარაკებებს დონორ ორგანიზაციებთან და გადაწყდა, რომ ამ თანხას ოლიმპიადის ბიუჯეტში ფონდი "ქართუ" გადარიცხავს."ეს თანხა თავიდანვე იყო საჭირო. პერმანენტულად ხდება თანხების მოძიება. გარკვეული ხნის წინ გაიზარდა ბიუჯეტი 38 მილიონი ლარით. თბილისის მერია პერიოდულად აწარმოებს მოლაპარაკებებს დონორ ორგანიზაციებთან და შესაბამისად გადაწყდა, რომ ამ თანხას ფონდი "ქართუ" გადარიცხავს ოლიამპიადის ბიუჯეტში", - განაცხადა ტყემალაძემ.საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე თბილისის მერიას და საქართველოს მთავრობას თბილისის ოლიმპიურ ფესტივალთან მიმართებაში არასერიოზულ და არაკომპეტენტურ მიდგომაში ადანაშაულებს. ამის შესახებ აბესაძემ ჟურნალისტებს იმ საკითხის კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც ფონდი "ქართუ" თბილისის ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ბიუჯეტში 10 მილიონ ლარს გადარიცხავს. აბესაძის თქმით, ორი კვირის წინ 38 მილიონი ლარით გაიზარდა ოლიამპიადის ბიუჯეტი, თუმცა ახლა აღმოჩნდა, რომ ნაგვის გატანისთვის, ასფალტის მოწესრიგებისთვის კიდევ 10 მილიონი ლარი ყოფილა საჭირო.